• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთის ფეესბემ უამრავი ხალხი ამ მეთოდით დაწამლა, ასე ეცადნენ ჩემს მოკვლას და ასე მოწამლეს ბაჩალიაშვილიც“ – კონრად ბაბუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:57 10-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,168

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო  საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე,   კონრად ბაბუნაშვილი.

– ბატონო კონრად, ცოტა ძველი ამბებით დავიწყოთ – პირადად თქვენ აფინანსებდით თუ არა გიორგი გახარიას პარტიას 2021 წელს, როგორც ეს მედიით ვრცელდებოდა და „ეპიკ ამბასადორი“, როგორც ორგანიზაცია მონაწილეობდა თუ არა ამ დაფინანსებაში?

–„ეპიკ ამბასადორისგან“ არანაირი დაფინანსება არ მიუღია.“ ეპიკ ამბასადორი“ არის სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ შესაბამისი ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების მხრიდან საქართველოში (რასაც თავის დროზე პირადად აკონტროლებდა ოთარ ფარცხალაძე, ხოლო ახლა აკონტროლებს სხვა ხალხი, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ბიძინა ივანიშვილის მიმართ. სიმართლე არ დაიმალება და საზოგადოება აუცილებლად გაიგებს რა არაფორმალური სტრუქტურები აქვს შექმნილი ივანიშვილს და როგორ აკონტროლებს იგი პირადად თანხების შემოდინებას საქართველოში. საქართველოში, პრაქტიკულად,  არ უშვებენ თანხებს, რომლებიც არ კონტროლდება ივანიშვილის მიერ), რათა არანაირი თანხა არ შემოვიდეს კომპანიის ანგარიშზე. ამის საფუძველი არის პოლიტიკური ეჭვიანობა.

– მედიით განაცხადეთ, რომ თქვენს მოკვლას აპირებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ეს დაგეგმეს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა. ეჭვობდით, რომ თქვენს ლიკვიდაციასთან ხელისუფლების პირველი პირები იყვნენ კავშირში. თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, მათში ვის გულისხმობდით? იყვნენ თუ არა ამაში გარეულები პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი, სუს–ის უფროსი, ლილუაშვილი და შს მინისტრი გომელაური?

– რასაც აპირებდნენ, ის ერთ-ერთი მცდელობისას კინაღამ განახორციელეს. მე, 2021 წლის მარტში დროულად გაკეთებულმა ოპერაციამ გადამარჩინა სასწაულებრივად.
არანაირი ეჭვები არ მაქვს, ზუსტად ვიცი, სად და როგორ დაიგეგმა ეს ყოველივე და ზუსტად ვიცი, ვინ და როგორ განახორციელა. მარტის მცდელობის გარდა, კიდევ იყო რამდენიმე მცდელობა და ყოველთვის გადავრჩი. 2023 წლის თებერვალში, სახლიც დამიწვეს დაბა კოჯორში… მე არ ვაპირებ ჩემს შესახებ დეტალურ საუბარს, რადგან ის რაც გაჟღერდა აქამდე, სავსებით საკმარისია. რაც შეეხება გარეულობის საკითხს, თქვენს მიერ ჩამოთვლილი სტრუქტურები და პიროვნებები ამ ყველაფერის მონაწილენი არიან და მე ეს დეტალებში ვიცი. საქმე იმაშია, რომ ამ საკითხებზე საუბარი 2021 წელს უფრო რთული იყო, ხოლო ახლა, როდესაც ყველაფერი თვალნათლივაა გახსნილი, ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი უკვე უხერხულია, რადგან ცალკეულ პიროვნებებს კი არა, მთელ ქვეყანას ემუქრება საფრთხე და ეს უკვე ესმის საზოგადოების დიდ ნაწილს.

– და მაინც, დეტალურად რომ გაიხსენოთ თქვენი მოწამვლის ისტორია, ზუსტად როდის, სად, რა ვითარებაში მოხდა ეს და რითი მოგწამლეს, საიდან გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ეს ხელისუფლების მოწყობილი იყო?

– მომწამლეს ჰემოფილიის წამლით. ეს პრეპარატი, ჰემოფილიით დაავადებულებს უდედებს სისხლს, რადგან მათ სწორედ სისხლის შეუდედებლობა ჭირთ. ჯანმრთელი ადამიანისთვის ამ პრეპარატის მიცემა იწვევს ტრომბს, რაც მოხდა კიდეც ჩემს შემთხვევაში. უბრალოდ დროზე მოხდა ქირურგიული ჩარევა და 5 სმ.-ს ზომის ტრომბი დროზე ამომიღეს. მადლობა მაია მოსიძეს, მამუკა ბოკუჩავას და ქირურგ დავით გეგელაშვილს, რომელთა პროფესიონალიზმმაც გადამარჩინა. მე ოპერაციის შემდეგ შემატყობინეს, რომ მოწამლული ვიყავი. სისხლის სიღრმისეული ანალიზი გაკეთდა ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის სპეც– ლაბორატორიაში. საქართველოში ამდაგვარი ანალიზის გასაკეთებლად არ არსებობს შესაბამისი საშუალებები. ჩემი ლიკვიდაცია რუსეთის ეფესბეში დაიგეგმა. კოორდინატორი იყო ანტონ ვაინო (პუტინის ადმინისტრაციის უფროსი), რომელიც ზოგადად ქართველების ნაწილთან მუშაობს და მობმული ყავს ისინი. შესრულება ქართველებისა იყო, თუმცა, რეკომენდაცია-მითითება იმის შესახებ, თუ რომელი პრეპარატით უნდა მოვეწამლე, ფეესბეს ლაბორატორიიდან მოვიდა. ეს ასე ხდება –ხოლმე – იღებენ მოსაწამლი ობიექტის ნაცხს (მაგალითად ჭიქაზე დატოვებულს, ხელის მოკიდებისას), ამუშავებენ ლაბორატორიულად (ადგენენ ორგანიზმის სუსტ მხარეებს) და აკეთებენ დასკვნას, ორგანიზმში რა პრეპარატი უნდა შეიყვანონ იმისათვის, რათა მიღებულ იქნას სასურველი შედეგი და „პაციენტი“ ისე დაიღუპოს, რომ გარეგნულად ეს იყოს ნატურალური სიკვდილი (ტრომბით, გულით, სიხლძარღვთა დაავადებით და ა.შ.). რუსეთის ფეესბეს ეს საეშმაკო ხელოვნება აკადემიურ დონეზე  აქვს  აყვანილი. ყველამ იცის, რომ რუსეთის ფეესბემ მთელი პლანეტს მასშტაბით უამრავი ხალხი დაწამლა. ეს მეთოდი საქართველოშიც აიტაცეს, როგორც რუსეთის ფეესბეს უმცროსი დივიზიონის წარმომადგენლებმა… სხვათა შორის, ასე მოწამლეს თამარ ბაჩალიაშვილიც… ამ საკითხზე ამ ეტაპზე სხვას არაფერს ვიტყვი.

– მთელი მსოფლიოს ყურადღება ბოლო დღეებში სომხეთ–აზერბაიჯანის ომისკენ იყო მიპყრობილი. დარჩება სომხეთი რუსეთის გავლენის ქვეშ თუ შესძლებს დასავლეთთან ურთიერთობის იმ დონეზე გაუმჯობესებას, რომ მიიღოს ის, რაც საშუალებას მისცემს  რუსეთთან მკვეთრი დისტანცირება მოახდინოს?

– სომხეთი რუსეთის გავლენისგან სრულად გათავისუფლებას მოახერხებს მას შემდეგ, რაც რუსული გავლენა დასრულდება საქართველოში. მანამდე აზერბაიჯანიც კი ეხმარება სომხეთს, რათა რუსული ხელისუფლების მოსვლა არ დაუშვას. ყარაბაღში აზერბაიჯანელებმა რუბენ ვარდანიანი დააკავეს. ეს ის ვარდანიანია, რომელიც რუსებს უნდათ სომხეთის სათავეში.

–რუსეთისგან სომხეთის დისტანცირება თუ დაიწყო და მერე მას ლოგიკურად მოჰყვა გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის გატანის საკითხი, როგორ ფიქრობთ, რა პოზიციას დაიკავებს ასეთ შემთხვევაში რუსეთი? სამხედრო ძალით ხომ არ შეეცდება  საკუთარი  გავლენის დაცვას სომხეთში? თუ ასე მოხდა, დასავლეთი რა სახით დაეხმარება სომხეთს?

– რუსეთს ამ წამს არ შესწევს ძალა,  სომხეთში რაიმე სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. კომიკურია, მაგრამ თურქეთი და აზერბაიჯანი არ დაუშვებენ ამას! სომხეთი ამ ეტაპზე რუსეთს თანხის გადახდას სთხოვს გიუმრის ბაზის გამოყენებისთვის. თუ რუსეთი ამ თანხას არ გადაიხდის, სავსებით შესაძლებელია, სხვამ გადაიხადოს და დაიკავოს ეს ბაზა. კარგია, თუ ეს იქნება აშშ… იმისათვის, რათა რუსეთმა შეძლოს სომხეთში სრულმასშტაბიანი შეჭრა, ჯერ საქართველოში უნდა შემოვიდეს თრუსოს ხეობით, ხაშურთან გადაჭრას საავტომობილო მაგისტრალი და დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთ საქართველო განაცალკევოს, შემდეგ ბორჯომი, ბაკურიანი, მიტარბის გზით შევიდეს ჯავახეთში (სადაც გადის აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი რკინიგზის ხაზი, გაზსადენი და ნავთობსადენი) და შემდეგ შევიდეს გიუმრიში. ეს თუ განახორციელეს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთისგან იზოლაციას მოახერხებს რუსეთი აჭარის მთიანეთის მხრიდანაც. ამის თავი რუსეთს ახლა არ აქვს, რადგან უკრაინაშია ჩაფლული თავისთვის უიმედო ომში, რომელიც წაგებული აქვს და ეს ყველამ იცის უკვე… 2024 წლის გაზაფხულიდან ყოველივე კიდევ უფრო ნათელი გახდება. გარდა ყველაფრისა, სომხეთი ეცდება აშშ დაარწმუნოს, რათა აშშ-ს სამხედრო ბაზა გაიხსნას სომხეთში, რაც საქართველოსთვის კარგი იქნება.

 –ამიერკავკასიაში აზერბაიჯანი ცალსახად ლიდერი სახელმწიფოა მოსახლეობის სიმრავლის, ძლიერი ეკონომიკითა და ძლიერი სამხედრო ძალებით. ამას დავამატოთ თურქეთისა და ირანის მხარდაჭერა, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა სომხეთთან ომში. აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობას როდესაც გაარკვევს საბოლოოდ, ხომ არ შეეცდება საქართველოსთან არსებული ტერიტორიული პრეტენზიების მოგვარებას სამხედრო ან სხვა ტიპის ზეწოლის გზით? შეგახსენებთ,რომ აზერბაიჯანი პრეტენზიას აცხადებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა  და მის მომდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯან–საქართველოს  სასაზღვრო ზოლში არსებულ სოფლებსა და მთელ გარდაბნის რაიონზე, რომელსაც დღემდე ბორჩალოს ეძახიან, დღემდე აცხადებენ, რომ ის უნდა დაბრუნდეს აზერბაიჯანის შემადგენლობაში და ამას მხოლოდ რიგითი ადამიანები არ ამბობენ, ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები, ჟურნალისტები,  მმართველი რგოლის საშუალო  დონის   წარმომადგენლები. თუ ასე განვითარდა მოვლენები, რა უნდა ვქნათ? უნდა დავნებდეთ და დავუთმოთ სადაო ტერიტორიები თუ უნდა ვიბრძლოთ ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების შესანარჩუნებლად? და თუ უნდა ვიბრძოლოთ, აზრი აქვს ირანისა და აზერბაიჯანის პარტნიორ ქვეყანასთან ბრძოლას, რომელსაც სულ მცირე, ჩვენზე ბევრად უკეთესი შეიარაღება აქვს და დადასტურებულად, 2.5–ჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს?

– აზერბაიჯანი ირანის პარტნიორი არაა, პირიქით ! აზერბაიჯანი არის „თურანის“ გეოსტრატეგიის მონაწილე. ეს გეოსტრატეგია ბრიტანულია და თურქეთის ხელით ხორციელდება. თურანი ნიშნავს ანტიირანს !საქართველოს ჭირდება აშშ-ს ორი სამხედრო ბაზა ვაზიანში და ანაკლიაში. ამით დაბალანსდება:

ა) რუსეთის ორი ბაზა აფხაზეთში და სამაჩაბლოში

ბ) თურქეთის გავლენა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, (რაც გარდაუვალია
რუსეთის უკრაინასთან დამარცხების შემდეგ), რომელიც საქართველოზე გადის.

გ) რუსეთისგან გამოყოფილი, 6 მილიონიანი ჩრდილოეთ კავკასიისაგან მომავალი
საფრთხეები

დ) ირანისგან მომავალი საფრთხეები

ე) აზერბაიჯანისაგან მომავალი შესაძლო საფრთხეები

–უახლოეს მომავალში, 10–15 წლის მანძილზე, როგორ და რა გზით უნდა დაიცვას თავი საქართველომ  იმავე აზერბაიჯანისგან და სხვა პოტენციური მტრებისგან? ზოგიერთები რუსეთის  იმედად  არიან, მაგრამ რუსეთი თავად არის ჩვენთვის  საფრთხე და თან  რუსეთმა როგორ დაიცვა სამხედრო მოკავშირე, „ოდკბ“–ს წევრი სომხეთი, ეს კარგად დავინახეთ.

– ჩვენთვის გამოსავალი არის აშშ-ს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მიღება და აშშ-ს ორი სამხედრო ბაზის გახსნა ვაზიანში და ანაკლიაში. აშშ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთადერთი გარანტი და ეს უკვე 33 წელია ასეა.მომდევნო ეტაპზე სხვა ტიპის სამხედრო გაერთიანებებში შესვლა – ინტერმარიუმი (ინგლისი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, მოლდოვა), ნატო.

– ბოლო პერიოდში გააქტიურდა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ამ საკითხის ამ ეტაპზე გააქტიურების  ინიციატორი? ამერიკის ხელისუფლება?

– აშშ დაინტერესებულია ამ ბაზების არსებობით, მაგრამ ინიციატივა უნდა მოდიოდეს საქართველოს ხელისუფლებისგან, ეს ცალსახაა!!! სანამ საქართველოში არ იქნება აშშ-ს მიმართ ლოიალური ხელისუფლება, ამდაგვარი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ დაისმევა. ანუ, უნდა ველოდოთ ან ახალი პროდასავლური ხელისუფლების მოსვლას, ან იმას, რომ ღარიბაშვილი გადახტება ამერიკულ ნავში და რუსეთს მიატოვებს…ღარიბაშვილის ფსიქოლოგიური ტიპაჟი ისეთია, რომ მისთვის ბატონის მსახურებაა ცხოვრების გზა. ასე რომ, ბატონსაც შეიცვლის თუ დაჭირდა და თუ მართლა გააკეთა ეს, საქართველოსთვის კარგი იქნება.

– რა საფრთხეს ხედავთ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის დაწესებაში?

– ვინც იცის,  როგორ ვითარდება „ჩაინა თაუნები“ მსოფლიოს სხვადასხვა მეგაპოლისებში, იმისთვის რთული არ იქნება მოსალოდნელი საფრთხეების დანახვა …განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართველები მირბიან საქართველოდან…

– რას დავკარგავთ, თუ ანაკლიის პორტს ააშენებს ჩინურ–მალიზიური კომპაანია და დიდი ალბათობით, ასეც მოხდება?

– თუ ანაკლიაში აშშ სამხედრო ბაზა გაიხსნა, მაშინ თავად სი ძინ პინი რომ გადმოვიდეს საცხოვრებლად ანაკლიაში, არაფერს არ დავკარგავთ…

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმეკონრად ბაბუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი
ახალი ამბები

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის – თიბისი

18:48 06-13-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

12:21 06-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved