• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთის ფედერაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ნებისმიერი სცენარისა და განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად“ – დავით ზალკალიანი

ალია ავტორი - ალია
16:41 01-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ვფიქრობ, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

კითხვაზე, თუ ელოდება რუსეთის მხრიდან შიდა არეულობის პროვოცირებას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სცენარისთვის არის საჭირო მზადყოფნა, თუმცა ქართული საზოგადოება ერთიანია საგარეო პოლიტიკურ არჩევანში.

„რუსეთის ფედერაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ნებისმიერი სცენარისა და განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად. რა თქმა უნდა, ამ სცენარებისთვის მზად ვართ და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, როდესაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ, მათ შორის, აგრესია და ოკუპაცია. ამიტომ გამომდინარე იმ მძიმე წარსული გამოცდილებიდან და შედეგებიდან, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, ვართ მზად და როგორც არასდროს, ისეა საჭირო, პირველ რიგში, საერთო ეროვნული კონსოლიდაცია. რადგანაც საერთო საგარეო გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რადგანაც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, ჩვენ მივისწრაფვით ნატო-სკენ. ეს არის ის წითელი ხაზები, რომელთა გადალახვასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად განვიხილავთ, თუკი ამის მცდელობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვდგავართ იმ წითელ ხაზებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved