უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე დონბასია. ამასთან დაკავშირებით მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
“რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 50 დღის განმავლობაში, მათ აჩვენეს, რომ დონბასი რუსეთის მთავარი სამიზნეა. პირველ რიგში, დონბასის განადგურება სურთ. სწორედ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს ანადგურებენ ისე, რომ მათგან მხოლოდ ქვები დარჩეს, ისე, რომ ხალხი საერთოდ აღარ იყოს”, – თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ რუს აგრესორებს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები იძულებით მიჰყავთ თავის რიგებში და მათ უმძიმეს ბრძოლებში გზავნიან.
“ისინი ამ ადამიანებს აგდებენ უმძიმეს ბრძოლებში, ფაქტობრივად, ჩვენი თავდაცვის შუბლში. ანგრევენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რამაც 8-წლიან ომს გაუძლო”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკი.
კომენტარები