ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,რადგან „ოცნების“ წევრები ჩვნს ეთერშიაღარ დადიან, ისევ აქედან ვკითხავ:
ვთქვათ, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტკაში რაციონალური მარცვალი დავინახე, დაგეთანხმე, რომ როცა ნატოს წევრი არ ხარ და 40 კილომეტრში რუსული ტანკი გიდგას, სიფრთხილეა საჭირო. არ შევდივარ იმის განხილვაში, ასეთი პოლიტკა რამე შედეგს მოიტანს თუ არა და რუსეთს ეს გააჩერებს თუ არა. სხვა კითხვა მაქვს:
რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას რატომ სჭირდება დასავლეთთან დაპირისპირება? რატომ არის ამისთვის საჭირო დასავლეთის დემონიზება და ხალხის დაჯარება, რომ ომში გვითრევს,თავზე ლგბტ პროპაგანდას გვახვევს და ა. შ. რატომ არის საჭირო მთელი პროპაგნდისტული მანქანის ამოქოქვა დასავლეთის წინააღმდეგ? რატომ არ შეიძლება უბრალოდ რუსეთი „არ გავაღიზიანოთ“ და არც დასავლეთი ვლანძღოთ?”
კომენტარები