• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის აგენტურა საქართველოში – ენმ-ის ბრიფინგი საჯარო მოხელეების ანტიუკრაინულ კამპანიაზე

ალია ავტორი - ალია
13:45 03-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა “ქართული ოცნების” საჯარო მოხელეებისა და მაღალჩინოსნების ვინაობა დაასახელა, ვინც ანტიუკრაინულ კამპანიაშია ჩართული.

საუბარია საჯარო მოხელეების Facebook პოსტებზე, სადაც გუშინდელ უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ეწერა: “ყველა მოღალატეს და ომის დაწყების მსურველს გელოდებით პარლამენტის წინ”.

გიორგი ბოტკოველის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პირი თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილია.

“მინდა გაგაცნოთ რუსული სპეცსამსახურების ჩანერგილი აგენტები, რომლებიც დღეს მოკალათებული არიან საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. ამ ადამიანებმა გუშინ უკვე გამოააშკარავეს საკუთარი თავი და არანაირი ანონიმ წარმომადგენლების გამოაშკარავება მათ არ სჭირდებათ.

დავიწყებ თელავის მერით, ლევან ანდრიაშვილით. მან გუშინ საკუთარ Facebook გვერდზე დადო სტატუსი, სადაც ის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში განმავლობაში დგანან პარლამენტის შენობასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ იმ პროტესტს, რომელიც არის ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ინტეგრაციისთვის იმ მიმართულებით, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი – ეს არის ევროკავშირი და ნატო.

ეს უნამუსო ადამიანები, რუსეთის გაშიფრული აგენტები პირდაპირ მიმართავდნენ პატრიოტ ადამიანებს, ვინც გუშინ დაესწრებოდა 7 საათზე გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც პირველ რიგში უკრაინელი გმირი ხალხის მხარდაჭერას ემსახურებოდა, უწოდებენ მოღალატეებს.

სწორედ ეს ადამიანები არიან მოღალატეები, ვინც გახდნენ ამ სტატუსი ავტორები. ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორები, გუბერნატორების მოადგილეები, მერიის თანამშრომლები”, – თქვა გიორგი ბოტკოველმა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved