• რეკლამა
  • კონტაქტი
08:06, კვირა, 23 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე ” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:13 04-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
828

“ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა გა­ი­გონ, რომ დღეს სწო­რედ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროა და არა ყოყ­მა­ნის – რუ­სე­თის მი­მართ გზავ­ნი­ლი მკა­ფიო და ერ­თგვა­რო­ვა­ნი უნდა იყოს”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მუ­ქა­რით აღ­სავ­სე ტონი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე არ ახ­დენს.
“ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს. ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ვი­შუ­როთ, ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ვი­მე­დოვ­ნოთ, რომ ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი ამ კუ­თხით სა­ე­ტა­პო აღ­მოჩ­ნდე­ბა. რუ­სე­თი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მუ­ქა­რით აღ­სავ­სე ტონი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ჩვენს მუდ­მივ და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე. ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა გა­ი­გონ, რომ დღეს სწო­რედ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროა და არა ყოყ­მა­ნის. რუ­სე­თის მი­მართ გზავ­ნი­ლი უნდა იყოს მკა­ფიო და ერ­თგვა­რო­ვა­ნი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ წლე­ბის მან­ძილ­ზე პარტნი­ო­რე­ბის მიერ გა­წე­ულ უდი­დეს დახ­მა­რე­ბას, მათი ძა­ლის­ხმე­ვით, სწავ­ლე­ბე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ამაღ­ლდა ჩვე­ნი ძა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ჩვენ­მა აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ დიდი როლი ითა­მა­შა ჯა­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. სწო­რედ, იქ შევ­ძე­ლით, რომ მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის მზად­ყოფ­ნის მიგ­ვე­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის და ამით სა­ქარ­თვე­ლო დამ­კვიდ­რდა, რო­გორც სან­დო და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. თქვენ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეთ, რომ ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ჯა­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დიდი როლი ითა­მა­შა.

“ქარ­თვე­ლებს კარ­გად გვეს­მის, რომ პარტნი­ო­რო­ბა ორ­მხრი­ვი გზაა და თქვენ ესეც და­ამ­ტკი­ცეთ. თავ­დაც­ვის ძა­ლებს დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად უფრო და უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ეკის­რე­ბათ, ამის არც თუ ისე შორი მა­გა­ლი­თი კო­ვიდ პან­დე­მი­აა, სა­დაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დიდი წვრი­ლი, მზად­ყოფ­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი ჩვე­ნი ძა­ლე­ბის­თვის ახალ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და მზად­ყოფ­ნას მო­ი­თხოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ახა­ლი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც ასე­ვე უნდა გა­ვუმკლავ­დეთ. მჯე­რა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძ­ლებთ, იქ­ნე­ბით ყველ­გან და ყო­ველ­თვის იქ, სა­დაც და­გი­ძა­ხებთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა და ამ ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი. ამის­თვის, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მად­ლი­ე­რე­ბა. გი­ლო­ცავთ ფი­ცის და­დე­ბას, ამ ფი­ცის ერ­თგულ­ნი იყა­ვით მუ­დამ, ამ ფი­ცის და თქვე­ნი სამ­შობ­ლოს ღირ­სნი იყა­ვით მუ­დამ, ამა­ყად ატა­რეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა. თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბო გი­ლო­ცავთ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს, თქვენ ემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და ამა­ზე დიდი სა­პა­ტიო და სა­ა­მა­ყო სამ­სა­ხუ­რი არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved