რუსეთს საჰაერო სივრცე 32 ქვეყანამ ჩაუკეტა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს. მისი თქმით, ფაქტობრივად, მთელი ევროპული და ჩრდილოამერიკული ცა რუსეთისთვის მიუწვდომელია.
რუსეთი ციდან ჩამოაგდეს. თითქმის მთელი ევროპული და ჩრდილოამერიკული ცა რუსული ავიაკომპანიებისთვის ჩაკეტილია. რუსეთს ცა სულ 32 ქვეყანამ ჩაუკეტა, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას კიდევ ერთი ქვეყანა გეგმავს, რომელიც რუსი ოლიგარქების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოდგენს.
ევროკავშირის სანქციების გამო 28 თებერვლიდან რუსულმა ავიაკომპანიამ “აეროფლოტმა” ევროპაში ყველა რეისი შეაჩერა.














კომენტარები