• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი დეფოლტის ზღვარზეა

ალია ავტორი - ალია
19:05 06-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,186

რუსეთი 1998 წელს ბორის ელცინის რეჟიმის დასასრულის შემდეგ, პირველად დეფოლტის ზღვარზეა, რადგან 100 მილიონი დოლარის პროცენტის გადახდის ვადა 27 ივნისს იწურება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მართალია, რუსეთს ფული აქვს და მზად არის გადაიხადოს, მაგრამ სანქციები საერთაშორისო კრედიტორებისთვის გადახდების მიღებას შეუძლებელს ხდის. ამის გამო კრემლს მოუწევს, ბოლო 22 წელში პირველი დეფოლტი განიცადოს.

100 მილიონი დოლარის პროცენტი 27 მაისამდე უნდა გადახდილიყო. რუსეთში აცხადებენ, რომ ფული Euroclear-ს გადაეგზავნა, ანუ ბანკს, რომელმაც თანხა ინვესტორებს უნდა გაუნაწილოს. თუმცა, Bloomberg News-ის თანახმად, ეს გადახდა Euroclear-ში დარჩა და კრედიტორებმა ის არ მიიღეს.

“მათ ეს თანხა არ მიიღეს და დიდია ალბათობა, რომ არც მომავალში მიიღებენ. თუ თანხა ვადის გასვლის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში არ ჩაირიცხა, ეს ქვეყნის დეფოლტად ჩაითვლება, ბოლო ვადა კი 27 ივნისს იწურება”, – განაცხადა ამერიკელმა იურისტმა ჯეი ოსლანდერმა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ვალის საქმეზე მუშაობდა.

Euroclear-ში არ აზუსტებენ, გადახდა არის თუ არა დაბლოკილი, თუმცა აცხადებენ, რომ ბანკი ყველა სანქციას იღებს მხედველობაში.

ოკუპანტი დეფოლტის გარდაუვალ გზაზე მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, რამაც ქვეყნის წვდომა საერთაშორისო საბანკო ქსელებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდებს ახორციელებდნენ, შეზღუდა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას “ფარსი” უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ. ცნობისთვის, რუსეთის ვალებიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარში ან ევროშია დენომინირებული, ნახევარი კი – ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved