• რეკლამა
  • კონტაქტი
21:31, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი დაეხმარა ირანს ბირთვული პროგრამის დაჩქარებაში, ამიტომ ირანის პრობლემის მოგვარება რუსეთის პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
20:50 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240
საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ირანის ომს ჰქონდა და დღესაც აქვს გლობალურ დაპირისპირებაში გადაზრდის დიდი პოტენციალი, არ გვაქვს ინდიკატორები მესამე მსოფლიო ომის მაღალი ალბათობა ვივარაუდოთ. ეს ომი პირდაპირ გავლენას ახდენს რეგიონის სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე და წარმოშობს ბევრ სამხედრო დაპირისპირებას ( ბევრი ასეთი პროცესის მასტიმულირებელი იქნება), მაგრამ დიდი ალბათობით არ გამოიწვევს დაპირისპირებულ ბანაკებში მნიშვნელოვანი რაოდენობის ქვეყნების თავმოყრას.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს სრული დომინაცია, ირანის პრობლემის საბოლოო მოგვარება მაინც დროში გაიწელება, ისრაელი მიაღწევს ( ფაქტიურად მიაღწია) სამხედრო მიზნების სრულად შესრულებას, მაგრამ პრობლემა სრულად მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როდესაც ირანში დასრულდება რეჟიმი.
ყველასთვის ნათელია, რომ ირანის პრობლემა გაზარდა და კრიზისის ესკალაცია გამოიწვია რუსეთმა. რუსეთი დაეხმარა ირანს ბირთვული პროგრამის დაჩქარებაში. დიდი ალბათობით, ამ დახმარების შედეგად, ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის მასობრივ წარმოებასთან. ამიტომ ირანის პრობლემის მოგვარება რუსეთის პრობლემის მოგვარების გარეშე წარმოუდგენელია.
საქართველო, ოცნების დე ფაქტო მართველობის პირობებში, რუსეთ-ირანის სამხედრო ბლოკის მნიშვნელოვანი შემადგენელია სხვადასხვა მიზეზის გამო. ანუ, პოტენციურად ჩვენ ვართ ამ დაპირისპირების მხარე და უსაფრთხოების რისკები საკმაოდ მაღალი გვაქვს. სანამ ხელისუფლებაში იქნება ოცნება, საქართველო ძალიან შორს იქნება გარანტირებული მშვიდობისაგან და ძალიან ახლოს ომთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved