• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი და ჩინეთი ახალ გაზსადენს ააშენებენ – პუტინი

ალია ავტორი - ალია
13:16 05-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

რუსეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაფართოებას აპირებენ. ორივე ქვეყანამ დაადასტურა მათი ინტერესი Сила Сибири 2-ის გაზსადენის აშენების მიმართ, რათა რუსული გაზი ჩინეთში მონღოლეთის გავლით შევიდეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.

“სტრატეგიულად, რუსეთიც და ჩინეთიც დაინტერესებულნი არიან საწვავის და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის განვითარებით და კომპანიები შეთანხმდებიან განხორციელების გზებზე. Сила Сибири 2-ის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით ორივე მხარის ინტერესი დადასტურდა და პარალელურად შესაძლებელია ნავთობსადენის გაგრძელება. იქ სხვადასხვა მარშრუტებია. ერთ-ერთი მათგანი მონღოლეთის გავლით. უფრო მეტიც, ერთ დერეფანში შესაძლებელია როგორც გაზსადენის, ასევე ნავთობსადენის გაყვანა. მაგრამ ექსპერტებმა უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება საუკეთესო,” – თქვა პუტინმა.

“ჩინეთის ეკონომიკა იზრდება, მას სჭირდება ენერგორესურსების მიწოდების გაზრდა, რაც აუცილებელია ამ ზრდის შესანარჩუნებლად, არაფერია უფრო საიმედო, ვიდრე რუსეთიდან იმპორტი,” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი და ჩინეთი იპოვიან გადაწყვეტილებებს ორმხრივ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რაც ჩინურ ბანკებს საშუალებას მისცემს თავიდან აირიდონ შეერთებული შტატებისგან მეორადი სანქციების დაწესების საფრთხე.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა Сила Сибири 2-ის გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმების ხელის მოწერას უახლოეს მომავალში გეგმავს. მისი თქმით, იგეგმება მონღოლეთის გავლით 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე რუსული გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმება.

რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 2600 კილომეტრიანი გაზსადენის, Сила Сибири 2-ის მშენებლობაზე, რათა იამალის ნახევარკუნძულიდან ჩინეთში, მონღოლეთის გავლით, გაზი შეეტანა. უკვე აშენებული გაზსადენი Сила Сибири, რომლის სიგრძეც სამი ათასი კილომეტრია, რუსულ გაზს ციმბირიდან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ჩინეთის პროვინცია ჰეილუნცზიანს აწვდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved