„რუსეთი ბანანის გარეშე დარჩება“ – The Wall Street Journal -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ბანანის შეტანა ვეღარ მოხერხდება. მათი თქმით, მიზეზი სანქციებია, რომელიც ქვეყანას უკაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.
„ამ ხილის უმსხვილესი მიმწოდებლები ეკვადორიდან ვერ უზრუნველყოფენ მოსკოვისთვის პროდუქციის მიწოდებას, რადგანაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებს სანქციები აქვთ დაწესებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რუსეთს დასავლეთის და ევროპის ქვეყნებმა, უკრაინაში შეჭრის გამო, მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
კომენტარები