• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი არ დაუშვებს მეორე ლენინს, ასეთ ღია გავლენის აგენტს რუსეთი ხელისუფლებაში არ მოიყვანს” – ვალერიან ხაბურძანია

ალია ავტორი - ალია
02:56 02-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი, კონსტიტუციონალისტი ვალერიან ხაბურძანია, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.

-რა შანსი აქვს ნავალნის ხელისუფლების შეცვლის? რას ფიქრობს მასზე რუსი ხალხი?

-დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთში ჰყავს უკმაყოფილო საზოგადოება, მაგრამ, ნავალნის კატასტროფული შეცდომა ეს არის მისი აშკარა კავშირის გამოკვეთა დასავლეთის სპეცსამსახურებთან. არ გენიშნათ სახლები და ფოტო და ვიდეო მასალები სახლებზე და კორუფციაზე? ახლა დრონებით იღებენ ვიდეოს და სააკაშვილი ფოტოაპარატით იღებდა. ეს ის თემაა, რომელიც საზოგადოებაზე მოქმედებს, მაგრამ თუ სააკაშვილს სხვისი დახმარების გარეშე უშუალოდ შეეძლო სახლების სურათების გადაღება, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება და გელენჯიკის სასახლესთან დაკავშირებული და სხვა მასალები, იმდენად ღრმა ფაქტობრივი მასალითაა დატვირთული, ზოგადად დასავლეთის და ამერიკის სპესამსახურების გარდა, ძნელად თუ მოიპოვებს ვინმე. ეს არ არის მხოლოდ ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია. რუსეთი არ დაუშვებს მეორე ლენინს – ლენინზე ხომ არის ცნობილი, რომ გერმანული ფულით შევიდა პეტროგრადში არეულობის დროს და მერე უკვე ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელისუფლება ხელთ. კაცს, რომელიც პირდაპირ ამჟღავნებს თავის კავშირებს დასავლეთის სპეცსამსახურებთან, რუსეთი ლიდერად ვერ მიიღებს. შეიძლება გარე ფაქტორებიდან რაღაცეები გამოიყენო, მაგრამ ასეთ ღია გავლენის აგენტს რუსეთი ხელისუფლებაში არ მოიყვანს, თუ არსებულმა ხელისუფლებამ მომაკვდინებელი შეცდომები არდაუშვა. ნავალნის ექნება 15-20 პროცენტი,შეიძლება მაქსიმუმი 30- პროცენტამდეც ავიდეს, მაგრამ ამ პირობებში 70 პროცენტი მაინც ხელისუფლების მხარეს იქნება. ჩანს ეს აქციებზეც და თავადაც ხომ უყურებთ. ნავალნის ფიგურა საქართველოშიც კი გაორებას იწვევს. ნავალნისებრი ვითომ ლიბერალური ჯგუფები, უფრო უარესია საქართველოსთვის, ლიბერალი ხელისუფლებაში მოსვლის მერე ყველა დიქტატორზე უარესი ხდება. მარტივი მაგალითი გყავთ ბოკერია. რომ მივიდოდნენ ბოკერიასთანდა ეტყოდნენ, ამას რას შვრებიო, პასუხობდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებულიო და ამ გადაწყვეტილებას ღამის ოთხეული იღებდა სააკაშვილ-ბოკერია-მერაბიშვილ-ადეიშვილის სახით. ბოკერიამ გაიხსენოს, როგორი „ლიბერალი“ იყო ხელისუფლებაში. ლიბერალური ხაზით მოსული პოლიტიკოსები სამწუხაროდ და უმეტესად ხდებიან ყველაზე მძიმე  დიქტატორები. რაც შეეხება იმის განხილვას, ნავალნიმ რაც თქვა საქართველოზე – არ შეიძლება რუსეთის მეთაური გახდეს კაცი, რომელიც იტყვის, მოდი, დავთმოთ ოკუპირებული ტერიტორიები, გავლენის სფეროები, საერთოდ ეს კავკასიაც მივაგდოთ, მერე მოსკოვს რომ მოითხოვს მორდვა, მივცეთ, უკრინაც რაღაცეებს მიიმატებს და რისი და ვისი პრეზიდნეტი უნდა დარჩეს ნავალნი? რუსეთის პრეზიდენტობა თუ გინდა, რუსეთი არის იმპერია, თავისი ინტერესებით.

-ამბობენ პუტინის ძალაუფლება შესუსტდაო, ასეა?

-საერთოდ, ხელისუფლება რაც უფრო დიდხანსაა, მით უფრო კარგავს ავტორიტეტს, როგორც ასაკოვანი ადამიანი კარგავს ძალას, ამას ვერავინ გაექცევა. რუსეთში პუტინმა აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკური მემკვიდრის საკითხი, იტყვიან, არადემოკრატიულიაო, მაგრამ ეს პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობის მოთხოვნაა და აშშ-იც კი, ამგვარად დგას ეს საკითხი, თუმცა იქ ჯერჯერობით ორპარტიულობითაა შეფუთული.

ალია

თეგები: ალექსეი ნავალნივალერი ხაბურძანიაპუტინირუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved