• რეკლამა
  • კონტაქტი
12:50, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთი 700 000–მდე ადამიანმა დატოვა, ზოგი ცნობით კი, მილიონამდე – მედია

ალია ავტორი - ალია
18:42 10-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

ფორბსის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, დაახლოებით 700,000 ადამიანმა დატოვა რუსეთი, მედიის ცნობით, მათგან 200,000 წავიდა ყაზახეთში.
თითქმის 1 მილიონმა ადამიანმა დატოვა რუსეთი მობილიზაციის დაწყების შემდეგ, განუცხადა Forbes-ს წყარომ, რომელიც კრემლის “შემფასებლებთან” კავშირშია. მედიის კიდევ ერთი წყარო, ამჯერად უკვე  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული კი 600 000 – 700 000 რუსზე საუბრობს. მედია იმასაც უსვამს ხაზს, რომ ახლა ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, რადგან ამ ადამიანთა დიდი ნაწილი, ოფიციალურად, ტურისტული მიზნით ტოვებს ქვეყანას.

21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადებისთანავე, რუსეთის საზღვრების საგუშაგოებზე რიგები შეიქმნა. ყველაზე ცნობილია რიგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საგუშაგოზე, სადაც ხალხი 4-5 დღის განმავლობაში იდგა, ხშირად საკვებისა და წყლის გარეშე. 3 ოქტომბერს ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა განაცხადა, რომ საზღვარზე საცობის პრობლემა მოგვარდა, მანქანები თავისუფლად გადიოდნენ. რიგებია რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე სასაზღვრო პუნქტებზეც.

4 ოქტომბერს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 21 სექტემბრიდან 200 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა ქვეყანაში, ხოლო 147 000 რუსმა დატოვა ქვეყანა ამ პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვირაში ქვეყანაში 53 000 რუსი შემოვიდა, საზღვარს ყოველდღიურად 10 000 ადამიანი კვეთს, რაც 40-45%-ით მეტია 21 სექტემბრამდე მაჩვენებელზე. იმავე კვირაში 66000 რუსი შევიდა ევროკავშირში, რაც 30%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით.

30 სექტემბერს რუსეთის ელჩმა ჰელსინკში განაცხადა, რომ 21 სექტემბრიდან ფინეთში 60 000-მდე რუსი შემოვიდა, რომელთა 80% ტრანზიტით ევროპის სხვა ქვეყნებში გადის. მიგრაციის სამსახურის ცნობით, თავშესაფარი 100-მდე ადამიანმა მოითხოვა.

სექტემბრის დასაწყისში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდეც კი, როსსტატის ცნობით, წლის დასაწყისიდან რუსეთი 419 000-მა ადამიანმა დატოვა, ორჯერ მეტი ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. მიგრაციის გადინებამ 96 000 შეადგინა, 2021 წელს 114 000-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება საბრძოლო გამოცდილებისა და სამხედრო აღრიცხვის სპეციალობის მქონე თადარიგის სამხედროებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 300 000 ადამიანი უნდა გამოიძახოს.

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved