• რეკლამა
  • კონტაქტი
20:49, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთ-უკრაინის ომი, რიცხვების მაგია” – რა მდგომარეობაშია რუსული ჯარი რეალურად? – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
04:29 03-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,961
სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“რუსეთ უკრაინის ომი, რიცხვების მაგია.
ეს სტატუსი მათვის არ არის, ვისაც ჯერა, რომ პირამიდის სიდიდე და ჯარის რიცხოვნობა ბრძოლის ველზე მმართველის, ფარაონის, იმპერატორის ან პრეზიდენტის ნებასურვილზეა დამოკიდებული, ხოლო პირამიდის არქიტექტურა და ჯარის ბრძოლისუნარიანობა ფარაონის ან დიქტატორიას მართვის სიმკაცრეზე. არაფრისგან, არაფერი იქმნება. ბრძოლის ველზე ჯარის რაოდენობა და საბრძოლო უნარები ( შესაძლებლობები) პროპორციულია მშვიდობიანობის დროს ჩადებული შრომისა და შექმნილი ინსტრუმენტების ეფექტიანობის. რა თქმა უნდა ორივე კომპონენტის გაუმჯობესება ომის დროს შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დრო, თანაც მნიშვნელოვანი დრო, რომელიც ომის მსვლელობისას მაშინ შეიძლება მიიღო, თუ რომელიმე კომპონენტით მოწინააღმდეგეზე რამდენჯერმე აღმატებული ხარ. უნარებსა და შესაძლებლობებში იგულისხმება ტაქტიკური გაწვრთნილობაც და უახლესი საბრძოლო სისტემები და ტექნოლოგიები. რუსებს დრო არა აქვთ, არც ახალი ჯარისკაცების გასაწვრთნელად და არც ახალი საბრძოლო სისტემების შესაქმნელად ( შესყიდვითაც კი ვერ შეისყიდის)
რუსული არმიის საბრძოლო სისტემების ( ტანკების, ქსმ-ის, არტილერიის, ავიაციის და ა.შ.) შესაძლებლობები ვნახეთ და ის არაფრით აღემატება უკრაინის არმიის ანალოგიურ საბრძოლო სისტემებს ( ბევრ რამეში ჩამოუვარდება, მაგრამ ამ სტატუსის მიზანს შედარებები არ წარმოადგენს). აგრეთვე ვნახეთ ტაქტიკა და ოპერატიული დაგეგმარების ხელოვნება, სწორხაზოვანი, აღსრულების დაბალი ხარისხითა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მეთოდებით ( ალბათ ამ შედარებისთვის მეორე მსოფლიო ომის მხედართმთავრები და მეთაურები შეურაცხყოფილი დარჩებოდნენ ), მოკლედ „бездарность и серость“. რუსი ჯარისკაცების საბრძოლო შემართება, მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა რბილად რომ ვთქვათ არ არის იმ სიმაღლეზე, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობა ( პირიქითაც) მოუპოვოს რუსულ საომარ დაჯგუფებას.
დაგვრჩა რაოდენობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არის 1 013 000 ჯარისკაცი. ამ ციფრის გაზრდა მეტნაკლებად მისაღებ დროში შესაძლებელია მხოლოდ მობილიზაციის შედეგად და სხვა არანაირად.
მილიონი ჯარისკაციდან: სამხედრო ქვედანაყოფებსა და შტაბებში 320 000 ოფიცერია, 230 000 საკონტრაქტო, 300 000 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე, 70 000 კურსანტი; აგრეთვე 10 500 სამხედრო მოსამსახურეა სამინისტროს აპარატში, 11 300 გენერალურ შტაბში, 29 000 სარკინიგზო ჯარებში და დანარჩენი სხვადასხვა ქარხნებში, კვლევით ცენტრებში, კომისარიატებში და ა.შ. საინტერესოა, რომ პირველი შეხედვა ციფრებზე უკვე მძიმე სურათს გვაძლევს, 3.5 რიგითსა და სერჟანტზე ერთი ოფიცერი ( ნორმალურია 10/1-ზე, დიდი არმიებისთვის მისაღებია 6/1-ზე) რაც შტატების არაოპტიმალურობაზე ან კადრირებული, არასბრძოლო ქვედანაყოფების სიდიდეზე მეტყველებს, რაც არაპროპორციულად ამცირებს ბრძოლის ველზე გასაყვანი კონტიგენტის რიცხოვნობას.
მილიონი სამხედრო გადანაწილებულია სახმელეთო ჯარები 280 000, საზღვაო 150 000, ავიაცია 165 00, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები 50 000, ვდვ (საავიაციო სადესანტო) 45 000 ; დანარჩენები გადანაწილებულია სამინისტრო, გენშტაბი, სასწავლო დაწესებულებები, ქარხნები, კომისარიატები და ა.შ. ჩვენთვის საინტერესო ორი ციფრია სახმელეთო 280 000 და სადესანტო 45 000 ანუ, რუსეთს მობილიზაციის გარეშე, სახმელეთო ოპერაციაში უკრაინაში შეიძლება ჩართოს მაქსიმუმ 325 000-სიანი დაჯგუფება და არც ერთი ჯარისკაცით მეტი. ნუ თუ ომონს ან კადიროვის სათამაშო (потешные полки ) არმიას არ ჩავთვლით, არც უნდა ჩვთვალოთ. ისინი მშვიდობიანობის დროს მტერს უბრმავებენ თვალს და ომის დროს მოყვარეს.
325 000 ჯარისკაცი არის მაქსიმუმი, ოღონდ ქაღალდზე: როგორც რუსი ანალიტიკოსები წუწუნებდნენ და შფოთავდნენ, შტატის 35 % ქვედანაყოფებში მიბმულია მათი განთავსების ინფრასტრუქტურას და ბრძოლაში ვერ მიყვება ქვედანაყოფს ( ეს არის დაახლოებით ისეთი შტატები, როგორიცაა საწყობების, საბინაო სამსახურები, გათბობის, სტაციონარული სარემონტოების და ა.შ. მომსახურე სამხედრო პერსონალი) თანაც ამ შტატებზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული და მათი გამოყენება შეუძლებელია ბრძოლაში. არ არის გაბუქებული 35 %-ი, მაგრამ ჩავთვალოდ რომ 10 % რჩება ადგილზე ( 32500);
გარდა ამისა არსებობს მიმდინარე არაკომპლექტი, კრიტიკული შეფასებით მიმდინარე არაკომპლექტი იყო 25 %–ი, სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დაკომპლექტება ავიდა 85 %-ზე, შოიგუს მოხსენებით კი 92,9 % -ზე ავიდა ( ალბათ ძალიან გაბერილია). ავიღოთ აქაც 10 % არაკომპლექტი, რომელიც ძალიან ოპტიმისტურია, მაგრამ ჯობია ცოტა გადავაფასოდ, ვიდრე ვერ შევაფასოდ ( – 32 500).
გარდა ამისა არიან ახალწვეულები, ჩავთვალოდ, რომ სადესანტო მხოლოდ საკონტრაქტოთია დაკომპლექტებული, მაშინ მივიღებთ, რომ სახმელეთოს 280 000 მესამედი, 93 000 არის სავალდებულო, რომელიც პუტინის ბრძანებით ომში არ უნდა წაიყვანონ) მესამედი იმიტომ, რომ ოფიცრები არიან შტატის 33 %, ხოლო საკონტრაქტოს და სავალდებულოს რიცხოვნობა შოიგუს მოხსენებით შარშან გათანაბრდა, ანუ დარჩენილი 66 პროცენტი თანაბრად გავყავით.
მივიღეთ, რომ თეორიულად სახმელეთო ოპერაციებისთვის, უკრაინაში შეიძლება გაეყვანათ 325 000 – 93000 – 32 500 – 32 500 = 167000 ჯარისკაცი, თუმცა ვითვალისწინებ რეალობას ( ტყვედ ჩავარდნილ წვევამდელებს) და მაშინ მაქსიმალურ რიცხოვნობას მივიღებთ 259000 კაცს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა ყველა მიმართულება მოაშიშვლა და არც შორეულ აღმოსავლეთში, არც ჩრდილოეთ კავკასიაში არ დატოვა არც ერთი ქვედანაყოფი და აგრეთვე საზღვრებს გარეთ ბაზებიდან გაიყვანა სამხედრო მოსამსახურეები.
იმ შემთხვევაშიც კი თუ 250 ათასიანი კონტიგენტი ჩართო რუსეთმა სახმელეთო ოპერაციებში, მისი დანაკარგი 46000 ჯარისკაცი კრიტიკულია და კადიროველები, 16 ათასი არაბი მოხალისე ( ჯერ თეორიულად), ბელორუსიის ჯარი, მას დანაკარგების შესავსებად სჭირდება და არა შეტევის პოტენციალის გასაზრდელად ( მაშინ სხვა, გაცილებით დიდ ციფრებზე უნდა იყოს ლაპარაკი). ქვედანაყოფების საბრძოლო დანაკარგი უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, 10 დღეში 18 %-იდან არც ისე შორია 30 %-ი როდესაც ქვედანაყოფის ბრძოლისუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ მცირე ინტესივობის ბრძოლებშიც კი ან დავალებას ვერ ასრულებს ან დანაკარგები აქვს არაადეკვატურად დიდი.
მცირე დასკვნები:
რუსები ვეღარ შეცვლიან ომის ხასიათს, ვეღარ ჩაიგდებენ სტრატეგიულ ინიციატივას ხელში, კიევის აღების შემთხვევაშიც ( თუმცა კიევის ასაღები ძალა არ ჩანს), ვერ გაიყვანს ახალწვეულებს რაკი მათი შემცვლელი არ ყავს და ამასთანავე მათი გაყვანა ქვედანაყოფების არაკომლექტს კიდე 30 პროცენტით გაზრდის, რაც კატასტროფა იქნება დაჯგუფებისთვის. თუ რუსეთმა 10-15 დღის განმავლობაში ვერ მიაღწია საზავო ხელშეკრულებას, ქვედანაყოფების დანაკარგი იმდენა დიდი იქნება, რომ თავდაცვაშიც ვერ გადავლენ, არაფერს ვამბობ ბრძოლით უკანდახევაზე, რომელიც ისედაც რთული ტაქტიკური ილეთია. ამ პერიოდის შემდეგ უკრაინის არმიის ნებისმიერი შეტევა, რუსეთის არმიისთვის კატასტროფით დამთავრდება. გამოსავალი არის ან მობილიზაცია, ან დაქირავებული ჯარი, ან ბელორუსიის არმია; ოღონდა, მობილიზაციას ჭირდება დრო და რეზერვისტების წვრთნა, დაქირავებული ჯარი ( თუნდაც არაბები) ნაკლებად სავარაუდოა, დაქირავებისთვისა და გადმოსროლისთვის საჭირო დროის სიდიდის გამო თუ ეს უკვე არსებული ბოევიკები ან სირიის რეგულარული ჯარის ნაწილი არ იქნა და ამ შემთხვევაშიც, რამდენად მოახერხებენ ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ადაპტირებას და მათვის უცხო ტაქტიკით მოქმედებას დიდ კითხვებს აჩენს. ბელორუსიის არმია, რამდენაად მოტივირებული იქნება ბელორუსი ჯარისკაცი და რამდენ ხანს შეძლებს ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას ბელარუსული ქვედანაყოფები? აქაც დიდი ეჭვია, რომ ეს არ იქნება სრულფასოვანი ჩანაცვლება რუსული ქვედანაყოფებისათვის. დროში ყველაზე სასურველი გამზადებული ბელარუსული არმიის გამოყენებაა, მაგრამ მხოლოდ დროში.
რუსეთის არმიის მძიმე მდგომარეობა ჩვენ 250 000 ათასიანი კონტიგენტიდან გამოვიყვანეთ, მაგრამ ეს ყველაზე ოპტიმისტური ზედა ზღვარია და რეალობაში, რუსეთს კიდე უფრო მძიმე მდგომარეობა აქვს ბრძოლის ველზე.
ციფრები აქ არის, დასკვნების გაკეთება და საკუთარი პროგნოზის დადება ყველას შეგიძლიათ.”
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved