აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ვფიქრობ, რომ რუსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკან გაჰყავთ თავიანთი ჯარები, უნდა მივუდგეთ ლეგენდარული გუსტავ მანერჰაიმის პრინციპით: „რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილი ხის ჯვრებიც კი დალპება და მტვრად იქცევა.”
პირადად მე არ ვენდობი რუსების არცერთ ნათქვამს. მითუმეტეს, კარგად გვახსოვს, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში რამდენჯერ მოიტყუეს.
ჯერ დავინახოთ, რომ მართლა გაჰყავთ (რუსები თუ გადიან, ამის დანახვა ძნელი არაა და არ დაიმალება. მითუმეტეს, ამერიკელები ყურადღებით აკვირდებიან მათ ნებისმიერ მოძრაობას) და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.”
კომენტარები