• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსებს დაღამების ეშინიათ – 4 ივლისის შეჯამება უკრაინაში” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:55 07-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,153

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

 

4 ივლისის შეჯამება უკრაინაში:

– სეპარატისტებსა და რუსებს დაღამების ეშინიათ. უკრაინული არტილერია ღამით ყველა მიმართულებით აქტიურდება. დონეცკის რაიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს, სნიჟნეში კიდევ ერთი, ამჯერად იარაღის, სამხედროთა საკვებისა და საწვავის საწყობები დაიბომბა უკრაინული შორ მანძილზე მსროლელი არტილერიის მიერ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა სნიჟნეზე იერიშის. ჯერ კიდევ ომამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობები ჰქონდათ რუსებს მოწყობილი ამ მიდამოებში.

– უკრაინელებმა დაბომბეს დონეცკის სამხედრო საწყობები და რკინიგზა. პრაქტიკულად დღის განმავლობაში საარტილერიო ჭურვები უწყვეტად ეცემოდა სამხედრო და სტრატეგიულ სამიზნეებს ქალაქში.

– ზაპორიჟიას რაიონში რუსულ პოზიციებს უკვე დღის განმავლობაშიც ბომბავს HIMARS. სამიზნეებიდან კვლავ მელიტოპოლის სარკინიგზო კვანძი და აეროპორტია. ამასთან, მიზანშია ამოღებული რუსული არმიის ნებისმიერი შეჯგუფება.

– რუსული სამხედრო ძალები ლისიჩანსკიდან სივერსკის მიმართულებით (აღმოსავლეთით, დონეცკის რაიონში) კოლონებად დაიძრნენ. სავარაუდოა, რომ შემდეგი მნიშვნელოვანი საბრძოლო თეატრი სწორედ ამ მიმართულებაზე იქნება. ამასთან, რუსები შეეცდებიან ბახმუტიც დაიკავონ და გადაჭრან M03 მაგისტრალი (რომელზეც, ბახმუტის ჩრდილოეთ, სლავიანსკი მდებარეობს). ამასთან, როგორც სივერსკი, ისე ბახმუტი სარკინიგზო კვანძებია და მათი აღების შემთხვევაში რუსული სამხედრო ტვირთები რკინიგზის გავლით შეუფერხებლად იმოძრავებენ ბელგოროდიდან მარიუპოლამდე.

რაც ყველაზე შესამჩნევია, რუსები ჩქარობენ დონეცკის რაიონში – სანამ უკრაინელები მძიმე არტილერიას დიდი რაოდენობით მიიღებენ, მანამ უნდათ მნიშვნელოვანი ობიექტების დაკავება.

– რუსები მოძრაობას აკეთებენ სლავიანსკის თავზე, იზიუმის სამხრეთით. თუმცა ამ მიმართულებით რუსებს გადაადგილების არეალი შეზღუდული აქვთ. გარემო ტყიანი და ჭაობიანია (სარწყავი წყალსაცავები და მდინარეებია) და საგზაო მაგისტრალის მიღმა სხვა მიმართულებით გაჭრა შეზღუდულია. მაგისტრალის მონაკვეთი კი უკრაინელებს კარგად აქვთ დაჭერილი.

– გაურკვეველია რა ხდება ხერსონში. Economist-მა დაწერა, რომ უკრაინული ნაწილები უკვე ჩერნობაევკასთან არიან და სნაიპერული კონტროლის ქვეშ ჰყავთ სამიზნეები. მოგვიანებით უკრაინელებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები არ უნდა გაკეთებულიყო და არასწორია Economist-ის მხრიდან მსგავს თემაზე საუბარი, რადგან განსხვავებულ მოლოდინებს ქმნის. როგორც ჩანს ხერსონის ირგვლივ უკრაინელები ბევრად უფრო შეფარულად და ფრთხილად მოქმედებენ, ვიდრე სხვა მიმართულებით.

 

თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved