რუსებმა ზაპოროჟიეს დრონებით დაარტყეს – როგორც უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ივან ფედოროვზე დაყრდნობით იუწყება, დაშავდა 14 წლის, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და 12 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ფედოროვის თქმით, სარემონტო ჯგუფები ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობას მაშინვე დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების სიტუაცია ამის საშუალებას მისცემს.
ფედოროვის ინფორმაციითვე, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკში დრონის დარტყმის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.














კომენტარები