• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსები არავის კლავენ. ისინი არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას..,უკრაინელები კი გვაიძულებდნენ მხოლოდ უკრაინულად გვესაუბრა!”- რუსეთის საელჩო, საბერძნეთის წინააღმდეგ

ალია ავტორი - ალია
17:38 03-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
274

რუსეთის საელჩო, საბერძნეთის წინააღმდეგ მორიგ თავდასხმას ახორციელებს. 

ამჯერად რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, სოციალურ ქსელში  რუსული მედია RIA Novosti-ის ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც  მარიუპოლის სოფელ სარტანას სკოლის სარდაფში დამალული უკრაინაში მცხოვრები ბერძნები ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცები არ არიან ისინი ვინც ესვრიან და კლავენ მათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ  ვიდეოში ბერძენი ემიგრანტები, რომლებიც ბერძნულად არ საუბრობენ, როგორც ჩანს, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის პოზიციებს უჭერენ მხარს.

კერძოდ, „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი მათ შემდეგი კითხვით მიმართავს :

„დასავლური, ევროკავშირის და ბერძნული მედია ამბობენ, რომ რუსები კლავენ უკრაინელებს, ატერორებენ მსოფლიოს და ა.შ. თქვენ როგორც სარტანელმა ბერძნებმა, შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რაიმე უთხრათ თქვენს თანამემამულეებს საბერძნეთში?”  

რაზედაც მათი პასუხია, რომ რუსები არავის არ კლავენ :

“აქ არავინ არავის კლავს. რუსები არავის კლავენ. ისინი არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც კი რუსები აქ მოვიდნენ, სასწრაფოდ მოგვიტანეს დახმარება.

რუსები არ გვეკითხებიან წარმომავლობით, უკრაინელი ვართ თუ ბერძნები და  რომელ ენაზე ვსაუბრობთ. უკრაინელებისგან  განსხვავებით რუსები დისკრიმინაციას არ აკეთებენ.

უკრაინელები კი გვაიძულებდნენ მხოლოდ უკრაინულად გვესაუბრა, თუმცა მე ეს საერთოდ არ ვიცი” – ამბობენ რუსულ ენაზე უკრაინაში მცხოვრები ბერძენი. 

შეგახსენებთ, რომ ომის პირველ დღეებში, მარიუპოლის რეგიონში, სარტანასა და ბუგასში დაბომბვის შედეგად 12 ბერძენი დაიღუპა.

მას შემდეგ კი რაც, საბერძნეთის ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და დაგმო რუსეთის არმიის თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე მათ შორის უკრაინაში მცხოვრებ ბერძნებზე, რუსეთისა და საბერძნეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

 

? Ελληνίδα από το Σαρτανά, στην περιοχή της Μαριούπολης, μιλάει από το υπόγειο ενός σχολείου:

? Μην ανησυχείτε για μας. Οι Ρώσοι μας έφεραν βοήθεια.

©️ Βίντεο- RIA Novosti pic.twitter.com/j2xjXQ8UoU

— Rus Embassy, Greece (@RFEmbassyGr) March 12, 2022

 

7 მარტს კი რუსეთმა, საბერძნეთი რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანათა სიაში შეიყვანა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved