• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რურუას ცემა საპირფარეშოს რემონტის “ბრალია” – იუსტიციის სამინისტრო

ალია ავტორი - ალია
20:32 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

პენიტენციური სამსახური გიორგი რურუაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.”

მშვენიერი სცენარია მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის – ციხეში კარანტინის და ეპიდემიის დროს, რემონტი იწყება, პატიმარი გადაჰყავს დაცვის ერთ წევრს, რომელიც, რაღაც მომენტში მას მარტოს ტოვებს და მიდის იმ საკანთან დასადგომად, სადაც რემონტის გამო კარი ღიაა, პატიმარს კი სტოვებს იქ, სადაც მეორე პატიმარი ტელეფონზე საუბრობს, რომ ხედავს, რომ პატიმარს თავს ესხმიან, დაცვა კი გამორბის, მაგრამ ის პატიმარი, რომელიც მარტო გვეგონა იყო სამორიგეოში, მარტო კი არა, სამ თანამესაკნესთან ერთად ყოფილა და იმათ დაასწრეს დაცვას ადგილზე მისვლა და სცემეს პატიმარი რურუა ოთხმა ერთად. ისე სცემეს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მოკლედ, დაცვამ რურუა დატოვა იქ, სადაც ისხდა 4 პატიმარი და თავად წავიდა იმ საკნის სადარაჯოდ, სადაც იჯდა ერთი პატიმარი, რათა მისი კარისთვის ედარაჯა? რომ ჩაეკეტა დროებით იმ საკნის კარი, ან დამხმარე ძალა გამოეძახა, ვერ მიხვდა? – რას ვიზამთ, საპირფარეშოს რემონტი წმინდა საქმეა, ვერ შევწყვეტდით… ვინ გიწერთ, ქალბატონო თეა, ასეთ სცენარებს, ჰოლივუდში გადაამისამართეთ, ცოდოა, დიდ ნიჭს კარგავთ! და თუ ეს სიმართლეა – უარესი!

მოკლედ, ყველაფერში დამნაშავეა საპირფარეშოს რემონტი, რომ არა ის, დაცვა არ მიატოვებდა გიორგი რურუას და არ დადგებოდა იმ საკანთან, რომლის კარიც ღია იყო საპირფარეშოს რემონტის გამოო – რა გამოდის ახლა, იუსტიციის მინისტრი, გვეუბნება, რომ გიორგი რურუას ცემა საპირფარეშოს რემონტის ბრალია? – არ დაიჯერებთ და ასეა, კი, ამას გვეუბნება!

თეგები: გიორგი რურუათეა წულუკიანიკრიმინალიპენიტენციური სამსახური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved