• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოში დავა წააგო – მას $170 მლნ-ის კომპენსაცია დაეკისრა

ალია ავტორი - ალია
16:38 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
805

2025 წლის 19 მარტს ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ ძალაში დატოვა 2023 წლის 21 მარტის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც თავის მხრივ უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომელიც მას და მის ბიზნესპარტნიორებს – ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს მრავალმილიონიანი კომპენსაციების გადახდას აკისრებს კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი რუხაძემ ინგლისის სასამართლოში დავები წააგო 2021 და 2018 წელსაც.

ირაკლი რუხაძის სარჩელს ინგლისის უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, 113-გვერდიანი განაჩენის თანახმად, შვიდივე მოსამართლემ რუხაძის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და წინა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. იქამდე სანამ საბოლოო განაჩენი იქნებოდა გამოტანილი კომპენსაციის Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ გადაცემა შეჩერებული იყო.

მთლიანობაში ირაკლი რუხაძისა და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ გადასახდელი კომპენსაცია დარიცხული პროცენტისა და იურიდიული ხარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით უკვე 170 მილიონ დოლარს აღემატება. საქმეზე 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.

საქმე ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში მიღებულ განაჩენს უკავშირდება, რომლითაც ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს “კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანიებმა, Recovery Partners GP Limited-მა და Revoker LLP-მა “მილიარდიანი პროექტის” განხორციელების შესაძლებლობა დაკარგეს.

საუბარია ბადრი პატარკაციშვილის მრავალ მილიარდიან აქტივებზე, რომლის მართვასაც ბიზნესმენის გარდაცვალებამდე პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი ახორციელებდნენ. ირაკლი რუხაძე წლების განმავლობაში ამ საინვესტიციო კომპანიაში მუშაობდა და მის მიმართ, როგორც მაღალი რგოლის მენეჯერს, ფიდუციარული ვალდებულებები გააჩნდა. კომპანიები Recovery Partners GP Limited და Revoker LLP სწორედ Salford Capital Partners International-ის მიერ იყო დაფუძნებული და ამ კომპანიებს მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი აქტივების მოძიების, აღდგენისა და რეაბილიტაციის, შემდგომ კი მოგებიანად მართვის პროექტი უნდა განეხორციელებინათ, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობა საბოლოოდ დაკარგეს, რაც ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა.

მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა. Salford-ის ამოცანას მისი სხვადასხვა ქონებისა და აქტივების მოძიება და მათი ოჯახისთვის დაბრუნება წარმოადგენდა. აქტივების აღდგენა/მოძიების მიზნით Salford-მა დააფუძნა Recovery Partners GP Limited და Revoker LLP, სადაც ასევე მენეჯერული პოზიციები ეკავათ რუხაძესა და მის ბიზნესპარტნიორებს.

როგორც სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ბენჟამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა გადადგეს მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც Salford-ის მიერ დაფუძნებული კომპანიები მილიარდერის ოჯახისთვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოშორდნენ.
სანაცვლოდ კი ეს პროექტი მათ მიერ დაფუძნებულმა Hunnewell Partners-მა მიითვისა და განახორციელა. შედეგად, რუხაძის ჰოლდინგმა ამ აქტივების მართვის პროცენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი და აქტივები მიიღო.

სასამართლო განაჩენის თანახმად, Salford-ის ჩამოშორების შემდეგ ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა პატარკაციშვილის აქტივების მოძიება/შეგროვება მათ მიერ ამ მიზნით სპეციალურად დაარსებული კომპანია Hunnewell Partners-ის საშუალებით დაასრულეს. ამასთან, წლების განმავლობაში მათ რიგი სერიოზული ინვესტიციები განახორციელეს საქართველოში, მათ შორის Hunnewell-ის სახელით. ინვესტიციებს შორის იყო “ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციების შესყიდვა. პატარკაციშვილის ოჯახს მილიარდერის გარდაცვალების შემდეგ, სულ 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაუბრუნდა და აღნიშნულ პროცესში მოპასუხეებმა გასამრჯელოს სახით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.

ირაკლი რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2019 წლის მარტში სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

2019 წელსვე განისაზღვრა კომპენსაციის ფორმაც – მოსარჩელეებმა აირჩიეს მოპასუხეთა მიერ ფიდუციარული ვალდებულების დარღვევით მითვისებული ქონების ღირებულება და აღნიშნული კაპიტალის გამოყენების შემდგომი, დამატებით მიღებული მოგების ანაზღაურება (Account for profits). 2022 წლის 25 ივლისს სასამართლომ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 170 მილიონ დოლარზე მეტ თანხად შეფასდა, რასაც დროთა განმავლობაში პროცენტიც ემატება, ასევე მოპასუხე მხარისთვის იურიდიული მომსახურების ანაზღაურებაც.

თავად ირაკლი რუხაძე და მისი საინვესტიციო ჰოლდინგი Hunnewell Partners-ი საქართველოში არაერთ მსხვილ კომპანიას ფლობს და მართავს. ჰოლდინგის საკუთრებაშია ქვეყნის სიდიდით მესამე – “ლიბერთი ბანკი”, ასევე “რუსთავის მეტალურგიული ქარხანა”, ჰოლდინგი ასევე ფლობს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავის მხრივ ტელეკომპანიების “იმედისა” და GDS-ის 100%-იანი წილს ფლობს. ასევე ირაკლი რუხაძის და მისი ბიზნესპარტნიორების საკუთრებაშია 50.5%-იანი წილი საქართველოს უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელში “ჰანიველ ცემენტში” (ყოფილი ჰაიდელბერგცემენტი), სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია.

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved