რუსებმა უკრაინაში, ქალაქ რუბეჟნოეში მადგილობრივ მაცხოვრებლებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპაა, 1 კი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ გაავრცელა.
“რუბეჟნოეში რუსებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ესროლეს, რამაც ერთი ადამიანის დაღუპვა, ერთის კი დაჭრა გამოიწვია. პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ქალაქში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ გახსნეს”.
კომენტარები