• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

RS-ის უფროსის ყოფილი მოადგილე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა

ალია ავტორი - ალია
12:13 01-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა. აღნიშნული ინფორმაცია “ტვ პირველს” ვლადიმერ და კობა ხუნდაძეების ადვოკატმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ ხუნდაძის ჩაბარების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გათავისუფლებულია.

აღსანიშნია, რომ კობა ხუნდაძე საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი იყო. კობა ხუნდაძეს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ფულის გათეთრებას ედავებოდა. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ირკვევა, რომ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

„როგორც გავიგე, ასე( თვითონ ჩაბარდა) და მისი ძმა გამოუშვეს და ეგ ჩაბარდა. მისი ძმა არ ვიცი რატომ გამოუშვეს. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს, ეს კი ჩაბარდა. ყველა ადვოკატი ჩამოაშორეს, მათ შორის, მეც მითხრეს, თავი შეიკავეო. ეს მოხდა ერთი თვის, თვე-ნახევრის წინ. მისი ძმა ხომ არის კობა, ის გაუშვესო გირაოთიო და ესო, ვლადიმერი კი ჩაბარდაო. ეტყობა, თავის თავზე აიღო. მკურნალობა ჩაიტარა, ოპერაცია ჩაიტარა და მერე ალბათ, რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, რაღაცაში იყო საქმე და ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი, – ამბობს ზურაბ ტაბიძე “პირველებთან” სატელეფონო საუბარში.

“პირველები” ასევე გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, დევს თუ არა საქმეში კობა ხუნდაძის ჩვენება.

„ზოგადად, მე ვიცი ეს ხალხი. ხო, ეგ საინტერესოა. ეგ ჩვენთან ხომ არაფერ შუაშია და მე რატომ უნდა ვიცოდე. არ მაქვს უფლება, გესაუბროთ საქმის მასალებთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, თქვენ რასაც ბრძანებთ, კობას ვიცნობ, ვიცი ვინც არის, მისი ძმაც ვიცი ვინც არის. მეტი არაფერი შემიძლია, დაგიდასტუროთ. და ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. ე.ი. აღკვეთი შეუცვალეს კობას, ხომ? ვლადიმერ ხუდნაძეზე, როგორც ვიცი, ანალოგიურად იყო ბრალდება წაყენებული, თუ არ ვცდები, საერთოდ სხვა ეპიზოდზე, ფალსიფიკაციის თემაზე. ნამდვილად არ მსმენია“, – ამბობს რობერ გრიგალაშვილი.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე თურქეთში, სამკურნალოდ იმყოფებოდა.

ამასთან, 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კობა ხუნდაძე, რომელიც ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა. ის პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებულ პირად წარადგინა. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე – მხოლოდ 24 ოქტომბერს!

14:58 10-06-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

13:55 10-06-2026
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო

13:22 10-06-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს სილქნეტის აბონენტი!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი შეთავაზებებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს სილქნეტის აბონენტი!

12:19 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved