• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,როცა ვსაუბრობდი მრგვალი მაგიდის ფორმატში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია“ – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:09 05-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

ირაკლი კობახიძის თქმით, ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში საუბრები ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან:

 

,,როცა ვესაუბრებით ხოლმე იმაზე, რამდენად უსამართლოა მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართა, გამოსვლაც გვქონდა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ძირითადად გამოსვლის მესამედი დავუთმე, რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს“. – ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანალოგიურია:

“მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირდებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პასუხობს მარტა კოსის განცხადებასაც, რომელმაც “ოცნებას” მოუწოდა, ევროპულ კურსს დაუბრუნდნენ.

რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ არ ვართ ევროპული კურსის მიმდევარი. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ პროევროპული არ ვიყავით. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და გვითხრეს, რომ ევროპული ინტეგრაცია არ გვინდოდა. ხომ ჩანს, თუ ვის არ უნდოდა?! ეს მათემატიკური სიზუსტით დგინდება!

როდესაც ამას არ აქვს რაციონალური ახსნა, ახსნა შეგვიძლია მოვძებნოთ იმაში, რომ ვიღაცა აფათურებს ხელს ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში.

ვინც რევოლუციას გვიწყობდა, არავითარი ლეგიტიმური უფლება არა აქვს ჩვენ რაიმე მოგვთხოვოს! პირდაპირ რევოლუციას გვიწყობდნენ და ამ ყველაფერში მთელი ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული. მათ შორის ვინც მილოცვებისგან თავს იკავებდა, ამით საქართველოში რევოლუციურ პროცესებს პირდაპირ ახალისებდა.

ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, რატომ აწვალეს ქართველი ხალხი სამი წელი და რატომ ეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად
ახალი ამბები

Megalab Drive – ლაბორატორიული მომსახურება მანქანიდან გადაუსვლელად

20:03 01-20-2026
რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა
ახალი ამბები

რატომ არის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზრის კვლევა

18:47 01-20-2026
ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი
ახალი ამბები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა – თიბისი

15:25 01-20-2026
ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved