• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ” – დოიაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:40 01-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,288

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დაანონსებულ საპროტესტო მანიფესტამდე 1 დღით ადრე, რეჟისორი დავით დოიაშვილი “ტვ პირველის” ეთერში ხელოვანების მიერ ქუჩიდან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

დავით დოიაშვილი კამერის წინ აცხადებს, რომ 23 იანვარს დაგეგმილი პროტესტი ხელოვანების არჩევანი არ არის, თუმცა რეჟისორი აქვე განმარტავს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებს სხვა გზა არ დაუტოვა.

“როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ” – ამბობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელი, რომელიც პროკურატურას დუმილში, ხოლო “ქართულ ოცნებას” იმედის მოკვლაში ადანაშაულებს.

ეს, რაც ხვალ მოხდება, ჩვენი არჩევანი არ იყო. არტისტისთვის არ თამაში რამდენად ძნელია, ამას ვერ აგიხსნით. როდესაც ანდრო დაიჭირეს, პირველად თამაში შევწყვიტეთ. ეს იყო პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და ეს ბიჭი არ შეიძლება, რომ იყოს დაკავებული. ზუსტად ვიცით, რომ ის უდანაშაულოა. შემდეგ, ვეცადეთ, ხმა მიგვეწვდინა პროკურატურისთვის.

ჩავწერეთ ვიდეოები, მივმართეთ მათ, მაგრამ ამაზეც არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. შემდეგ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, 2-ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა ესეც არ გაითვალისწინეს. სასამართლომდე ამ ბიჭების გამოშვებას ვითხოვდით, მაგრამ პროკურატურა ისევ დუმს და ხმა არ იღებს.

ჩვენი ვიდეო დაიდო და გავაკეთეთ განცხადება, რომ ხვალ ჩვენი საპროტესტო მანიფესტი იქნება. 18:00 საათზე ყველას გელოდებით, ვისთვისაც თავისუფლება, ანდრო, ამ ქვეყნის ბედია მნიშვნელოვანი.

იმედი ბოლოს კვდება, თუმცა ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველაფერი ჩააქრეს, მათ შორის, იმედიც. როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა. ამის მომსწრენი გახდებით ხვალ, 18:00 საათზე, ახალი თეატრის წინ”, – ამბობს დავით დოიაშვილი. 

მსახიობები, რეჟისორები და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს დავით აღმაშენებლის გამზირზე, ზუსტად 18:00 საათზე ელოდებიან, სადაც საზოგადოებას ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს გააცნობენ.

თეგები: დავით დოიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved