• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა ქართველები უკრაინაში იბრძოდნენ, მაშინ არ გახსენებიათ “შინაურ საქმეებში ჩარევა”

ალია ავტორი - ალია
20:00 05-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სამოქალაქო აქტივისტი, დავით მარდალეიშვილი, წერს:

“რა თქმა უნდა, უკრაინას, დღევანდელი მდგომარეობით, აქვს უფლება სააკაშვილი სადაც უნდა იქ დანიშნოს – ზელენსკი არაფერ შუაშია, პოროშენკოს გაუაზრებელ გადაწყვეტილებაში, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭებინა სააკაშვილისთვის…

მ ა გ რ ა მ როდესაც მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა დააპირეს და გაიგეს, ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება, ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს, მაშინვე უნდა დაემთავრებინა მიშას სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის თემა.

დღეს, აბსოლუტურად მართლები არიან, როდესაც ამბობენ, – ჩვენს მოქალაქეს სადაც გვინდა დავნიშნავთ და ნუ ერევით ჩვენს შინაურ საქმეებშიო….

მ ა გ რ ა მ რატომღაც მაშინ არ გახსენებიათ, “შინაურ საქმეებში ჩარევა” როდესაც ქართველი ბიჭები უკრაინაში იბრძოდნენ, რუსეთის წინააღმდეგ და აქ კი, მთელ ფეისბუქს (ოღონდ, მე არა) ლურჯ-ყვითელი დროშები ეყენა პროფილ-ქავერზე, სოლიდარობის ნიშნად. აღარაფერს ვამბობ, მაია ორჯონიკიძის მიერ, მართალია, უნიჭო, მაგრამ მაინც ლექსების მიძღვნაზე, ნადია სავჩენკოსთვის.

უბრალოდ, ძალიან მარტივი რამაა: მეგობარი, ისევე როგორც ცხოვრებაში, იმით გამოირჩევა უბრალო ნაცნობისგან, რომ ის მზადაა, უმნიშვნელო რაღაცები მაინც დათმოს, შენი გულისთვის, რითაც ოდნავ მაინც შეეზღუდება მისი ლეგიტიმური უფლება, ვთქვათ, გავიდეს სახლიდან, როცა იცის, რომ უნდა ესტუმრო.

ზელენსკის კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ ხალათით და “შლოპანცებით” დახვდეს საერთაშორისო სტუმრებს, მაგრამ რატომ იზღუდავს ამ უფლებას?! იმიტომ, რომ ეტიკეტსა და ტაქტს ეწინააღმდეგება.

ასე, რომ უკრაინის, როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოსგან, მიშას თანამდებობაზე დანიშვნა იყო ძალიან არამეგობრული საქციელი… სააკაშვილს საქართველოში ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები – ბიუჯეტის უკანონო ხარჯვა, ადამიანების და ბიზნესის რეკეტი, მკვლელობების დაგეგმვა, მკვლელობაც კი. სააკაშვილმა საქართველოში შექმნა რეჟიმი, ისეთივე როგორც ფრანკომ ესპანეთში, რასაც შეეწირა უამრავი ქართველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

აი, ამ ფაქტებისთვის უნდა გაეწია ანგარიში ზელენსკის და არ დაენიშნა მიშა სახელმწიფო თანამდებობაზე, თორემ ჰყოლოდა, არაფორმალურ მრჩევლად, ეხადა შავი ფული ხელფასად და დაეჯერებინა მისი რჩევებისთვის, რეფორმების სფეროში. კი, ბატონო, რა ჩიტსაც დაგაჭერინებთ, ცოტა ხანში, მაგასაც ვნახავთ და ნაღდად არ ვუსურვებ წარმატებებს, მის მიერ დახოცილი და ნაწამები ადამიანების სახელით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved