• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა “ოცნება” არჩევნებს მოიგებს, ისევ ამ პოლიციამ უნდა დაგიცვათ” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
18:24 10-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იმავე პოლიციამ უნდა დაიცვას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„როდესაც მოსახლეობაში პანიკას ვთესავთ, ხვალ, არჩევნები რომ დასრულდება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იმავე პოლიციამ უნდა დაიცვას და დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იქნებით პირველები, როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში მოხდა, რომლებიც დასვამენ შეკითხვას ამ „დისკრედიტებული პოლიციის“ უმოქმედობის გამო. ამ ღონისძიების მეორე ეტაპი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, ამ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო სწამებენ ცილს, რომ არჩევნები ახლოვდება.

„მხვდა ბედნიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი წელი ვიმუშავე. იდეალურად, ზედმიწევნით ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომლებიც უბრალოდ  იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგანი გახდნენ. ეს ამორალურია. მერწმუნეთ, ეს ტოქსიკური ოთხი-ხუთი დღე მალე გაივლის და ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საზოგადოება დავაზიანოთ.

შეუძლებელია, ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის, რაც ზუგდიდში დატრიალდა. ვხედავთ  ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს, მას შემდეგ, რაც სისხლი არ დაიღვარა, დაჟინებით ამხელს პოლიციას, რომ თურმე პოლიცია უუანროა. ეს ასე არ არის და ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს. სულ მალე მივხვდებით ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს“

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved