საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილი მედიას მიმართავს როცა ხედავენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მოკავშირეა, დღის წესრიგის შექმნაში ნუ ეხმარებიან და მის 137 -ე განცხადებას ჩამოსვლაზე, მთავარ თემად ნუ ხდიან.
საააკაშვილის ჩამოსვლაზე: 1. სააკაშვილს როცა გადაწყვეტილი აქვს მოქმედება, “ორშაბათამდე” არ იცდის – განცხადების გასაკეთებლად. 2. როცა “ორშაბათამდე იცდის”, ვიღაცას აგოიმებს – ატყუებს, რომ რაღაც დასტყუოს. 3. ჩემი მყარი სურვილია, რომ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მისი ზიანის ძალა, მხოლოდ მის მოლოდინშია – ადგილზე მალევე გაქრება მითი როცა ყველა დაინახავს, რომ არაფერი შეუძლია – მთელი მისი ზიანი გამოწვეულია იმით, რომ აქ არ არის.4. ვისაც მისი უკონტროლო ძალაუფლების შიში გაქვთ, ხმა მიეცით ბოკერიას, ეგ ბოჭავს ყველაზე იოლად. 5. 9 წელია მოცემულობაა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი სიტუაციური მოკავშირეა – ეს ვიცით ყველამ, ვისაც თავში გრამი ტვინი გვაქვს.
ამიტომ მედიას ვთხოვ, ზიანის შემცირებაზე იმუშაოს და როცა ხედავენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მოკავშირეა, დღის წესრიგის შექმნაში ნუ ეხმარებიან და მის 137 -ე განცხადებას ჩამოსვლაზე, მთავარ თემად ნუ ხდიან.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სახალხო რეფერენდუმის წინ დაბრუნდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ის მოგვიანებით დაასახელებს.
კომენტარები