• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როცა გარდაიცვალა, მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი“ – რას ჰყვება ნანკა კალატოზიშვილი აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ მამაზე

ალია ავტორი - ალია
17:25 03-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

ცნობილი მსახიობი და ტელესახე ნანკა კალატოზიშვილი თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა.

გადაცემაში ნანკამ მშობლების შესახებ ისაუბრა.

როგორც ცნობილი გახდა, მსახიობმა მამა აფხაზეთის ომში დაკარგა.

მან სიცოცხლე გმირულად დაასრულა – ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა.

„არ ვყვები ზოგადად ამ თემაზე… ვერ ვყვები, 30 წელი გავიდა…

საშინელებაა, ის მოლოდინის რეჟიმი, როცა აცილებ, როგორ ბრუნდება…

ჩემზე პატარა იყო რომ გარდაიცვალა, კინოსტუდიაში მუშაობდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო, პაციფისტი. ალბათ, საერთოდ არ უფიქრია, რომ ადამიანები უნდა მოეკლა, ომში წასულიყო.

როცა ჩამოასვენეს, მაჩუქეს ტყვია. 1 ტყვია მოიტანეს და მითხრეს, რომ ეს ერთი ტყვია ყველას ჰქონდა, რადგან, ტყვედ რომ ჩავარდნილიყვნენ თავი მოეკლათ.

დღევანდელ დღესაც და 30 წლის მერეც ვერ ვყვები ამას…”

როგორც ნანკამ აღნიშნა, როცა მამა დაიღუპა 13 წლის იყო და მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა:

„როცა გარდაიცვალა, მისი ფეხსაცმელებით დავდიოდი მერე ცოტა ხანი,“- თქვა ნანკამ.

ნანკამ „სთორის“ ეთერში დედის შესახებაც ისაუბრა. როგორც ნანკამ აღნიშნა, დედა 37 წლის ასაკში დაქვრივდა და 3 ბავშვი დარჩა.

„დაქვრივდა და დარჩა სრულიად მარტო, 3 ბავშვით.

დედაჩემს ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური დღე ჰქონდა ერთ დღეს.

იმ დღეს, როდესაც მამაჩემი ჩამოასვენეს, ის სამშობიაროდან მოდიოდა, რადგან ჩემს დას შვილი გაუჩნდა.

ყველაზე ბედნიერი მოდიოდა, პირველი შვილიშვილი შეეძინა და მე მახსოვს, ამ დროს ლოგინის ქვეშ შევძვერი იმიტომ, რომ არ მინდოდა მენახა მისი რეაქცია,”- აღნიშნა ნანკამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved