• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80% გიცხადებს პროტესტს და მიუღებლობას, ვგულისხმობ სააკაშვილს, ხომ შეიძლება მიხვდეს, ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად გადადგას ნაბიჯი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:16 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინსტიტუციას, მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას, არამედ ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა, იყოს საქართველო?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, უკვე მე-9 წელია, თავისი საქმით დაამტკიცა, რომ არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ძალა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყნის გაძლიერებაზე.

„სხვა მიზანი, სხვა საქმე ჩვენ არ გაგვაჩნია, გარდა ერთისა, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას სამშობლოს, ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა, რეგიონები, სოფლები და ჩვენს ხალხს გვერდში ამოვუდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის მთავარი გასაჭირი და პრობლემა არის უმუშევრობა, სიღარიბე და ეკონომიკის განვითარება არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენ ყველანი ვდგავართ არჩევანის წინაშე – როგორი საქართველო გვინდა, დამშვიდებული, დაწყნარებული, განვითარებული, გალამაზებული საქართველო თუ მუდმივად ამ საინფორმაციო ომის, ქაოსის, შფოთვის და სტრესის ქვეშ მყოფი საქართველო. მომდინარეობს ნიაღვარი, რომელმაც წალეკა მთელი ქვეყანა და ყველა ინსტიტუცია, არ დარჩა არც ერთი ინსტიტუცია, რომელსაც არ შეეხო მათი ეს პროპაგანდისტული მანქანა. ეს სიყალბის, სიცრუის და ცილისწამების ნიაღვარი, რომელიც მათგან მოედინება, დაფუძნებულია სიცრუეზე. ტყუილ-მართალი არის აზელილი და აღრეული ერთმანეთში, მოსახლეობას ისედაც ამდენი გასაჭირი აქვს და ამ დროს კიდევ უფრო ძაბავენ. ამით ხომ ადასტურებენ, რომ რეალურ პრობლემებზე კი არ ფიქრობენ, არ ფიქრობენ, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, ვაჩვენოთ წარმატების მაგალითებით უკეთესი მომავალი, უკეთესი გამოსავალი შევთავაზოთ ამ სიტუაციიდან, არა, მეგობრებო, მათი მთავარი ამოცანაა მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება. ძალაუფლება და მხოლოდ ძალაუფლება არის მათი მთავარი ინტერესი, პირადი მე და პირადი ეგო არის მათი მთავარი მამოძრავებელი, სხვა არავითარი. ჩვენ კარგად ვიცით, ყველამ გამოვცადეთ მათი ხელწერა, როგორ მართავდნენ ხელისუფლებას და როგორ ექცეოდნენ, როგორ ჩაგრავდნენ ჩვენს ხალხს, როგორ იქცეოდნენ თვითონ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და როცა ოპოზიციაში არიან. როცა ჩვენი ქვეყნის 75-80% გიცხადებს პროტესტს და მიუღებლობას, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, ხომ შეიძლება მიხვდეს, ადამიანმა ერთხელ მაინც სახელმწიფოებრივად გადადგას ნაბიჯი და გააკეთოს სწორი არჩევანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved