უკრაინის კონფლიქტი არის არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია, – ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა უარყო რუსეთის პოზიცია, რომ უკრაინაში „დემილიტარიზაციის“ მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.
პაპ ფრანცისკეს თქმით, უკრაინა „წამებული ქვეყანაა“, სადაც „ცრემლის და სისხლის მდინარეები მოედინება“.














კომენტარები