• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რომელიმე ოპოზიციონერს ესიამოვნება, მათ კოლეგებს რომ ჩაუტარონ აქციები“ – შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების სახელზე დაშვებული საშვების გაუქმებაზე

ალია ავტორი - ალია
19:18 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
788

შალვა პაპუაშვილი მედიის წინააღმდეგ – პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატების მიერ ჟურნალისტების სახელზე დაშვებული საშვები გააუქმა.

პაპუაშვილის განცხადებით, დეპუტატები ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას.

„ჩვენ ვნახეთ, რომ წინა შემთხვევაშიც ბიუროს სხდომასთან, როცა აქციასავით  იყო მოწყობილი, დეპუტატებმა დაუშვეს და შემოუშვეს სხვადასხვა პირი იმისთვის, რომ აქცია მოეწყოთ პარლამენტში.

პარლამენტის შენობა, როგორც ადმინისტრაციული შენობა არ არის ადგილი, სადაც დაშვებულია შეკრება და აქციის გამართვა. ეს პარლამენტის წევრმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.

რაც შეეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ყველას შეუძლია, თუკი რამე საკითხის მიმართ აქვთ პროტესტი, მოქალაქეებს ვგულისხმობ, გამოხატონ, მაგრამ, როდესაც ეს ხდება შენობაში, როცა ხდება ხელის შეშლა საქმიანობისთვის, ეს არ არის დაშვებული. ეს არის კანონი, ეს არის ის, რაზეც შეთანხმდა ქართველი ხალხი ამ კანონით.

მე ბატონ ალეკოსთან კომუნიკაცია მქონდა და ვკითხე, მასთან მიდიოდნენ პირადად ეს ადამიანები, თუ აქცია უნდა გაემართათ და მან სიმართლე მითხრა, რომ უნდა მოიყვანოს აქციაზე ხალხი. ვუთხარი, რომ ამის უფლება არ აქვს, რომ სხვა საქმეზე დაუშვას საშვი და ეს არაკოლეგიალურია, როდესაც ადამიანები მოგყავს იმისთვის, რომ შეიძლება შეუტიონ, შეურაცხყოფაც მიაყენონ კოლეგებს.

იყვნენ სხვა კოლეგებიც, რომლებმაც დაუშვეს საშვები და მათ დამალეს და მითხრეს, რომ ჩემთან მოდიანო სტუმრად. ახლა ეს ადამიანები დგანან ბიუროს სხდომასთან. გარდა იმისა, რომ არაკოლეგიალურია, როდესაც შემოგყავს ადამიანები და გინდა შენი კოლეგები მათი რისხვის ობიექტი გახადო, მათ შორის, ეწინააღმდეგება საშვის დაშვების წესს, როდესაც შენთან არ მოდიან სტუმრად და მეორეა, როცა უმალავ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც გულახდილად გეკითხება, თქვენთან მოდიან თუ სხვა საქმეზე მიდიან. უმალავ და ატყუებ.

ეს საბოლოოდ არასერიოზულობაა. თუკი ჩვენ თვითონაც არ ვეცით პატივი მანდატს, მოქალაქეები კარგად ვერ აღიქვამენ. პარლამენტის შენობაში აქციების მოწყობის ადგილი არ არის. პროტესტი გასაგებია, გამოხატონ… მაგრამ ამის დაორგანიზება, ხალხის შემოყვანა ორგანიზებულად იმისთვის, რომ შენს კოლეგებს ჩაუტარონ აქციები… რომელიმე ოპოზიციონერ კოლეგას ესიამოვნება, რომ უმრავლესობამ აქციები დაუორგანიზოს? არ არის სწორი და დავაკვირდები, რომ ეს პრაქტიკა აღარ განმეორდეს და ჩარჩოებში მოექცეს.

დაახლოებით, 80 ჟურნალისტია ახლა შენობაში, რომელიც სრულიად საკმარისია საპარლამენტო საქმიანობის გასაშუქებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved