უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის სკანდალურ „ტვიტს“ უპასუხა.
„რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?“, – ზელენსკიმ „ტვიტერზე“ გამოკითხვა მსგავსი სათაურით გამოაქვეყნა.
მანამდე ილონ მასკმა „ტვიტი“ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის შესახებ გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ „ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს“.
კომენტარები