• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ ქვეყნებში აიკრძალა ტიკტოკი და რატომ?

ალია ავტორი - ალია
16:17 03-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
305

კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც სოციალური ქსელი, ტიკტოკი აიკრძალა, ბელგიაა. ოფიციალური მიზეზი კონფიდენციალურობის და აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხებია. მანამდე ტიკტოკი ევროკავშირმა, აშშ-მა, დანიამ და კანადამ აკრძალა. ექსპერტები შიშობენ, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა შეიძლება მოხდეს, განსაკუთრებით ეს სამთავრობო უწყებებს ეხება. ამაზე „ევრონიუსი“ იუწყება.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის საიტზე წერია, რომ ტიკტოკი აიკრძალება იმ მოწყობილობებზე, რომელსაც ბელგიის მთავრობა აფინანსებს. და ეს შეზღუდვა მინიმუმ 6 თვე გაგრძელდება.

პლატფორმა ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის. მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას მონაცემებს არ გადასცემს და დამოუკიდებლად საქმიანობს. ასევე ტიკტოკს იმაში ადანაშაულებენ, რომ მომხმარებლებზე ზედმეტად ბევრ ინფორმაციას ითხოვს, ვიდრე სხვა სოციალური ქსელები. სოცქსელი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა და ეს უბრალოდ განცხადებების დონეზე მოხდა.

მაშ უნდა აიკრძალოს ტიკტოკი თუ არა?  რატომ არიან გარკვეულ ქვეყნებში ამ აპლიკაციის მიმართ ასე უარყოფითად განწყობილები? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ის ჩინეთთან არის დაკავშირებული, ჩინეთს ისეთი კომპანიები ტოვებენ, როგორებიცაა Airbnb, Yahoo და LinkedIn. ეს გადაწყვეტილება კომპანიებმა ჩინეთის მიერ კონფიდენციალურობის შესახებ მიღებულ კანონს უკავშირებენ, რომელიც იმ კომპანიების ჩამონათვალს განსაზღვრავს, ვისაც მონაცემების შეგროვება და შენახვა შეუძლიათ.

ეს არის ქვეყნები და გაერთიანებები, რომლებმაც ტიკტოკი მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალეს.

ევროკავშირის ინსტიტუტები:

ევროპარლამენტმა, ევროპულმა კომისიამ და ევროპის საბჭომ, ანუ ევროკავშირის სამმა უმაღლესმა ორგანომ,  ტიკტოკის გამოყენებაზე აკრძალვა დააწესეს და მიზეზად კიბერუსაფრთხოება დაასახელეს.

ევროპარლამენტის მიერ დაწესებული აკრძალვა 20 მარტიდან შედის ძალაში. პარლამენტის წევრებს და სხვა თანამშრომლებს დაჟინებით ურჩიეს, რომ საკუთარი მოწყობილობებიდან ეს პროგრამა წაშალონ.

თავის თანამშრომლებს ტიკტოკის გამოყენება ევროპულმა კომისიამაც აუკრძალა. მიზეზი ჩინეთის მიერ კიბერუსაფრთხოების წესების დაცვასთან არსებული პრობლემებია.

ბელგია

გასულ კვირას ტიკტოკი ბელგიამ აკრძალა იმ მოწყობილობებზე, რომლებსაც ბელგიის ფედერალური მთავრობა ფინანსებს. აკრძალვა 6 თვით დაწესდა.

ამ ინფორმაციის საპასუხოდ ტიკტოკმა განაცხადა, რომ გულდაწყვეტილია ასეთი აკრძალვით, რომელიც მის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას ეფუძნება. ტიკტოკი მზად არის ოფიციალურ პირებს შეხვდეს და სადავო საკითხები განიხილოს.

დანია

რამდენიმე დღის წინ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აკრძალავს ოფიციალურ მოწყობილობებზე აპლიკაციის გამოყენებას და ესეც უსაფრთხოების სურვილით ახსნა.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება სკანდინავიის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების ცენტრმა მიიღო, რომელმაც ჯაშუშობის რისკი შეაფასა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტროში იყოს სერიოზული შეშფოთება ამ აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხოლო თანამშრომლებს მისი გამოყენების არანაირი აუცილებლობა არ გააჩნიათ. ამიტომ ტიკტოკი სამსახურის და სხვა ოფიციალური მოწყობილობებიდან უნდა წაშალონ.

აშშ

ამ თვეში, აშშ-მ განაცხადა, რომ სამთავრობო უწყებებს აქვთ 30 დღე, რომ ტიკტოკი ფედერალური მოწყობილობებიდან წაშალონ, ასევე უსაფრთხოების მიზეზებით. აკრძალვა ეხება მხოლოდ სამთავრობო მოწყობილობებს, თუმცა ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი მხარს უჭერს სრულ აკრძალვას.

აშშ-ს 50 შტატიდან ნახევარზე მეტმა სამთავრობო მოწყობილობებზე აპლიკაცია აკრძალა.

FBI-მ და კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ გააფრთხილეს, რომ ByteDance შესაძლოა ტიკტოკის მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთის ავტორიტარულ მთავრობას აწვდიდეს.

ასევე არსებობს შეშფოთება ტიკტოკის კონტენტის შესახებ და არის თუ არა ის საზიანო მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. Pew Research Center-ის ინფორმაციით, აშშ-ში მოზარდების დაახლოებით ორი მესამედი ტიკტოკს იყენებს.

კანადა

აშშ-ს განცხადების შემდეგ, კანადამ ასევე გამოაცხადა, რომ სამთავრობო მოწყობილობებმა არ უნდა გამოიყენონ ტიკტოკი და თქვა, რომ ეს არის “მიუღებელი” კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რისკი.

ინდოეთი

2020 წელს ინდოეთმა ტიკტოკზე სხვა ჩინურ აპლიკაციაზე აკრძალვა დააწესა, მათ შორის იყო მესენჯერი WeChat. მიზეზი – ასევე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პრობლემები. აკრძალვა დაწესდა მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და ჩინეთის ჯარებს შორის შეტაკებები მოხდა ჰიმალაის სადავო საზღვარზე, რის შედეგადაც 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

კომპანიებთან გარკვეული კონსულატაციები გაიმართა. მიუხედავად ამისა,  2021 წლის იანვრიდან აკრძალვა მუდმივი გახდა.

ტაივანი

2022 წლის დეკემბერში ტაივანმა საჯარო სექტორში ტიკტოკზე აკრძალვა დააწესა მას შემდეგ, რაც FBI-მ გაფრთხილება გაავრცელა, რომ ტიკტოკი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანოა.

სამთავრობო უწყებების კომპიუტერულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილურ ტელეფონებს, ტაბლეტებსა და კომპიუტერებს, აკრძალულია ჩინური წარმოების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, მათ შორის ისეთი აპლიკაციების, როგორიცაა ტიკტოკი და  Douyin ან Xiaohongshu.

პაკისტანი

პაკისტანის ხელისუფლებამ დროებით აკრძალა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. მიზეზი არის პაკისტანის ხელისუფლების შეშფოთება, რომ აპლიკაცია „ამორალურ შინაარსს შეიცავს“.

ავღანეთი

ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელობამ აკრძალა ტიკტოკი და PUBG თამაში 2022 წელს იმ მოტივით, რომ ის  ახალგაზრდებს „შეცდომისკენ“ უბიძგებენ.

„პია.ჯი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved