ისრაელის საელჩოს მიერ 7 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
,,ისრაელის საელჩოს დღევანდელი განცხადება, დილომატიური ცინიზმის გამოხატულებაა.
ცინიზმს ავიტანთ,
მაგრამ…
შესაფასებლადაც კი რთულია, ამ განცხადების თანხვედრა, საქართველოს მტრების მიერ გაჟღერებულ ტყუილ ბრალდებებსა და შეთხზულ საშიშროებებთან!
ახლა კი, პირადად ჩემი პოზიცია, განცხადებაში ნათქვამ “მეგობრობასა” და რაღაც ვალდებულებებზე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ.
რომელ ისრაელს დავუჭიროთ მხარი?!
რომელმაც სისხლის სამართლის საქმე შეაჩერა ბინიამინ ნეთანიაჰუს მიმართ? რომლის დასჯასაც სრულიად ისრაელის ხალხი თავად ითხოვს?
სახელმწიფოს რომელ პრემიერმინისტრს უნდა გამოვუცხადოთ თანადგომა, რომელსაც ბრალი ედება კაცობრიობის წინაშე ჩადებულ დანაშაულში?
რომელ ისრაელს უნდა დავუდგეთ გვერდით, რომელმაც გენოციდი მოაწყო ღაზას სექტორში?!… რომელმლის ერთ-ერთი (რუსებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი) ექსპერტი-იაკოვ კედმი- კითხვაზე:- რატომ უკეტავთ წყალს ღაზას. იქ ხომ ბავშვები არიან? პასუხობს:- არაუშავს, საკუთარი შარდი დალიონ!
რა ვალი აქვს ასეთი საქართველოს ისრაელის?! იქნებ, ის დრონები, რომელიც 2008 წელს ჩვენთვის უნდა გადმოეცათ… სინამდვოლეში კი ჩვენ მტრებს მისცეს ქართველების დასახოცად….
კიდევ ბევრი რამის გახსენება არის შესაძლებელი… კიდევ ბევრი რამ ითქმება ამერიკა- ისრაელის მიერ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით… იმ 160 ცაში გაფრენილ პატარა წეროებზე, ხამენეის 14 თვის ცისფერთვალება შვილიშვილზე…გახსოვთ ხომ, იაპონელი გოგონას ამბავი?! (ამერიკის მიერ ატომური ბომბით აოხრებულ ხიროსიმაში ქაღალდის წეროებს რომ აკეთებდა…)
და ბოლოს…
როგორც მსოფლიო ექსერტები ამბობენ, ეფშტეინი, “მოსადის” მიერ შექმნილი აგენტურული პროექტი იყო… ღმერთმა ქმას, რომ არ გამართლდეს!!! ღმერთმა დაგიფაროთ!!!
თუ ომობთ, იომეთ!
ჩვენ თავი გაგვანებეთ!
და…
ნურასოდეს გაგვიხდით სანანებლად იმას, რომ ოდესღაც შეგიფარეთ, შეგიყვარეთ, ლოცვა და ადათი არ მოგიშალეთ, თქვენ მიტოვებულ სინაგოგებს მოვუარეთ, თქვენ ნასახლარებს მოვეფერეთ და ხელუხლებლად დაგახვედრეთ!
ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს!
ჩემი სიყვარული ქართველ ებრაელებს! რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისრაელის ხელისუფლების პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში!
ჩვენ კი…
ჩვენ სიბრძნით, გონით, სიყვარულის და პატიების უნარით, უფლის რწმენით და ღვთისმშობლის მადლით კარგად ვიქნებით მშვიდობიან საქართველოში!
ღმერთო, სამშობლო გვიცოცხლე!”














კომენტარები