• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომან გოცირიძე გიორგი გველესიანზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ოცნება” ამ სპორტსმენს მორიგ ყაველაშვილად ამზადებს, რომელიც პარლამენტში პუტინის ფრაქციას, ე. წ. “ხალხის ძალას წარმოადგენს”

ალია ავტორი - ალია
12:14 07-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
323

“ქართული ოცნება” და პროპაგანდისტი სვავები თავისას არ იშლიან და გადაწყვიტეს ნაკრების ერთ-ერთი სიმპატიური, საზოგადოებისათვის უცნობი ფეხბურთელი, გველესიანი პოლიტიკურ პროექტად აქციონ, მისგან თავისებური ანტიბუდუ შექმნან – ამის შესახევ “ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ბიძინა ივანიშვილმა და “ოცნებამ” ფეხბურთის წინასაარჩევნო პროექტად გამოყენება მოინდომა. 30 მილიონ ლარსაც კი შეელია ამისთვის. არაფერი გამოუვიდათ. მხოლოდ ზრდილობიანი მადლობა მიიღეს ამის სანაცვლოდ და მიუხედავად სახელისუფლლებო პროპაგანდისტული არხების მცდელობისა, მეტი აქედან ვერაფერი გამოადნეს. იმიტომ, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები არის ევროპული, მაშასადამე ქართული და მაშასადამე პატრიოტული.

“ქართული ოცნება” და პროპაგანდისტი სვავები თავისას არ იშლიან და გადაწყვიტეს ნაკრების ერთ-ერთი სიმპატიური, საზოგადოებისათვის უცნობი ფეხბურთელი, გველესიანი პოლიტიკურ პროექტად აქციონ, მისგან თავისებური ანტიბუდუ შექმნან. ამას ხელი შეუწყო მისმა გულუბრყვილო პოლიტიკურმა გამონათქვამებმა, რომელიც ქოცურ იდეოლოგიაში კარგად ჯდება. არც დასავლეთი და არც აზია, არც რუსეთი და არც ევროპა, არამედ ჩვენი ქართული, კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს პოლიტიკურ ენაზე. მისი მხრიდან მსგავსი, შესაძლოა უცხოეთში ( ირანში) მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად შექმნილი შეხედულება პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ყოფილიყო ნაკარნახევი, ოცნების ხელში კი ასეთი მიდგომა სასურველ დასამუშავებელ მასალად იქნა აღქმული. დაიწყო ყველა სახელისუფლებო არხზე მისი გაპიარება. ქვეყანას მოწყვეტილმა ფეხბურთელმა ალბათ ისიც კი არ იცის, რომ პოსტივიში ჯდომა არის სირცხვილი, ხოლო “იმედის” ვარსკვლავად ყოფნა ძალადობის მხარდაჭერა და რუსეთის გვერდით დგომაა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ოცნება” ამ სპორტსმენს მორიგ ყაველაშვილად ამზადებს, რომელიც პარლამენტში პუტინის ფრაქციას, ე. წ. ხალხის ძალას წარმოადგენს. გამოჩენისთანავე ყველსთვის საყვარელი ადამიანი ( მეც არაერთხელ ვახსენე რამდენიმე ეთერში, როცა მისი პირველი ინტერვიუ მოვისმინე), უნდათ საძულველ პირად აქციონ, ისეთებად, როგორებიც დღეს რუსული კანონის მხარდამჭერი სპორტსნენებია პარლამენტში. ეს ხალხი ვერასოდეს მოიცილებს იმ დამღას, რაც მათ ხალხმა შეარქვა.

ვიღაცების წაქეზებით უკვე პოლიტიკოსებთან დისკუსიაშიც ჩართეს. თემა თითქოს ბანალურია, უნდა თამაშობდეს თუ არა ქართველი ქალი ფეხბურთს. მისი შეხედულებები, რომ ქალი უნდა იყოს ნაზი, ზუსტად ჯდება “ოცნების” ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების იმ პრორუსულ იდეოლოგიაში, რიმლის საფუძველზეც მრავალი დისკრიმინაციული კანონი იქნა მიღებული ბოლო პერიოდში.

გიორგის კი ვურჩევ, რომ დროზე დააღწიოს თავი ამ სვავების კლანჭებს, მიხედოს თავის სპორტულ კარიერას, რომელიც ბოლო პერიოდში ასე იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის. ჯერ ადრეა ბუცების კედელზე ჩამოკიდება. არ გაებას ქოცების მიერ დაგებულ მახეში. სიყვარულიდან სიძულვილამდე რომ ერთი ნაბიჯია, კი ვიცით ყველამ. ჩემთვის ერთ დროს საყვარელი სპორტსნენები, კობიაშვილი, სანიკიძე, კაჭარავა დღეს რომ სიძულვილის ობიექტია ( კალაძეზე რომ არაფერი ვთქვათ), კარგი მაგალითი უნდა იყოს მისთვის.

რაც შეეხება მისი ბოლო ინტერვიუდან ერთ პასაჟს, რომელიც უსამართლო კრიტიკის საგანი გახდა, მთლიანად ვეთანხმები. ერთია იყო დიდი ფეხბურთელი და მეორეა იყო კარგი მწვრთვნელი. მწვრთვნელობა ცალკე ხელობაა და ამას სწავლა უნდა. მაურიციო სარიმ ფეხბურთის თამაში არც კი იცოდა, ბუღალტერი იყო ბანკში, არც მოურინიოს უთამაშაია მაღალ დონეზე არასდროს. იქ სადაც კომპეტენტურია, სჯობია იმაზე ილაპარაკოს. ცოტა ხანს “იმედზე” თუ არაფერზე ილაპარაკებს, უკეთესი იქნება მისთვის და ნაკრებისათვისაც. ორიოდე თვეში ერთა ლიგა იწყება და ასე სჯობია გუნდისთვისაც.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved