• რეკლამა
  • კონტაქტი
05:44, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რომ ვარწყიე არ გახსოვთ?”; “შენთვის არ ემთხვევა, ჩვენთვის ემთხვევა” – სხვიტარიძის კითხვები და პოლიციელის “პასუხები”

ალია ავტორი - ალია
20:25 02-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის, სასტიკად ნაცემი და ნაწამები საბა სხვიტარიძის მორიგი პროცესი მიმდინარეობს, სადაც ჩვენება დამკავებელმა, პოლიციის გამომძიებელმა, თევდორე გიორგაშვილმა მისცა.

გიორგაშვილი მთელი ჩვენების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საბა სხვიტარიძეს დაკავება მოხდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის შენობაში და არა ზესტაფონის გზაზე, როგორც ამას საბა სხვიტარიძე ამბობს.

“როცა დამიჭირეს იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, რასაც დავემორჩილე, მერე დამადეს ხელბორკილი”, – ჰყვება საბა.

პოლიცელი ასევე ირწმუნებოდა, რომ საბას დაზიანება უმნიშვნელო იყო და რომ დაზიანების ხარისხი თავად განსაზღვრა ერთი შეხედვით.

 

ერთადერთხელ შევხვდი საბა სხვიტარიძეს, ჩემს მიერ იქნა დაკავებული, 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, ამ საქმეზე ჩემს მიერ დაკავებული იქნა ბატონო საბა სხვიტარიძე, რომელსაც განემარტა მისი უფლებები, ყველა უფლება და შეტყობინება მაქვს გაკეთებული ოჯახის წევრზე, ასევე კავკასიის მედიცინის ცენტრში გამოკითხული მყავს ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ მან მირიან ქავთარაძეს გაუწია შესაბამისი დამხარება და ისტორია ინახებოდა კავკასიის მედიცინის ცენტრში.

საბას დაკავება მოხდა, 2024 წლის 5 დეკემბერს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის შენობაში კერძოდ მე-8 სართულზე, დაახლოებით ღამის 5 საათამდე იქნებოდა. საბას დაკავება მოხდა ჩემს მიერ და მეხმარებოდა დეტექტივი გიორგი ტაბატაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში, ბატონ საბას გავაცანით დაკავების ოქმი, მაგრამ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, ასევე რაღაც უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც აღნიშნულ იქნა დაკავების ოქმში. დაკავების ოქმს ბატონი საბა გაეცნო პირადად, მაგრაკ ჩემთვის გაურკვეველი მოტივით უარი განაცხადა ხელის მოწერაზე, რომელიც შეტანილი იქნა ჩემს მიერ შენიშვნის სახით.

დაკავების ოქმის შედგენის შემდეგ, საბა სხვიტარიძე გადაყვანილ იქნა დროებით მოთავსების იზოლატორში. ამ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა ჩემი კოლეგა სალომე ედიშერაშვილი. სალომემ, როდესაც გამოკითხვა დაასრულა და იყო ქალი. ვინაიდან დასაკავებელი იყო მამაკაცი და შესაძლებელი ყოფილულიყო მისი ვიზუალური დათვალიერება, ამიტომ მოხდა დაკავების ოქმის ჩემს მიერ შედგენა, რადგან უხერხული სიტუაცია არ გამოწვეულიყო. დაკავება მოხდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ადმინისტრაციის შენობაში, მდებარე კორნელი ჩალაძის 1 ნომერში, მე-8 სართულზე, სალომე ოდიშერაშვილის ოთახში. ვესწრებოდი გამოკითხვის პროცესს, შესაძლებელია ნახევარი წუთით დავტოვე ოთახი და ისევ დავბრუნდი ოთახში.

სალომეს ოთახი არის, ოთახიდან ოთახში შედიხარ, ორ ოთახიანია ასე ვთქვათ, ოღონდ ეს მცირე ოთახებია, რომელიც გამოყოფილია ერთმანეთისგან, მაგრამ ღია შესასვლელი აქვს, იმ პერიოდში მორიგე ვიყავი სამსახურში და იმ მომენტში პირად სამსახურეობრივი დოკუმენტაცია მქონდა ასაღები, ვინაიდან ოთახში იმყოფებოდა სალომე და ბატონი საბა მარტო ოთახში მეც გავჩერდი ოთახში. დაკავება განხორციელდა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არსებობდა ინფორმაციული პატაკი, ასევე არსებობდა მოწმეთა გამოკითხვა და ფოტო-სურათით ამოცნობა. დაზარალებული იყო მირიან ქავთარაძე. დეტექტივებმა გადაიყვანეს საბა დროებითი მოთავსების იზოლატორში, გიორგი ტაბატაძემ, ერთს ირაკლი ერქვა და მესამის სახელი არ მახსოვს.  ვინაიდან იყო დასაკავებელი საბა სხვიტარიძე, ოთახში ვიმყოფებოდით მე და საბა და ჩემს უშუალო ხელმძღვანელებს ვთხოვე მოეყვანათ ვინმე დეტექტივი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ჩემთან ერთად დაკავების ოქმში, და მოიყვანეს აღნიშნული პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა შენობის მე-7 სართულზე. დაკავების პროცესის დროს, საბა საერთოდ არ ლაპარაკობდა.

დაზიანებები ჰქონდა ჩემი შეხედვით უმნიშვნელო და როდესაც ვკითხე საიდან მიიღო, ბატონმა საბამ დუმილი გამოიყენა და არაფერი არ მითხრა აღნიშნულ დაზიანებაზე, ვინაიდან უმნიშვნელო დაზიანებები იყო, რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდა დავწერე ოქმში, რაიმე სერიოზული დაზიანება რომ ყოფილიყო აუცილებლად ჩავაყენებდი ჩემს ხელმძღვანელობას საქმის კურსში და სასწრაფო დახმარებასაც გამოვიძახებდი. როგორც მახსოვს, საბამ ჩამოწერა თავისი ძმის ნომრები და მემგონი თორნიკე ერქვა სახელი არ მახსოვს, რომელთანაც მოხდა შეტყობინება”, – განაცხადა პოლიციელმა. 

მას სხვიტარიძემ დამკავებელ პოლიციელს კითხვები დაუსვა:

საბა:

– თქვენ ამბობთ, რომ მაისური როცა ამაწევინეთ, მაშინ შემამოწმეთ და მაშინ აღნიშნავდით ჩემს დაზიანებებს, ანუ რომ ვარწყიე ის მომენტი არ გახსოვთ?

პოლიციელი:

– არა

საბა:

– მე რა გითხარით, ხელს რატომ არ გიწერთთქო?

პოლიციელი:

– არვიცი, შენ ჩემთან მასეთი რამე არ განგიმარტებია და მაგიტო დავწერე შენიშვნა, რომ ხელს არ აწერდით

საბა:

– მე გითხარით, რომ ადვოკატის გარეშე არაფერს მოვაწერდი ხელს, სასწრაფო რომ ვახსენე, რატომ არ გამომიძახეთ სასწრაფო?

პოლიციელი:

– ვისთან ახსენეთ სასწრაფო ჩემთან?

საბა:

– თქვენთანაც და სალომესთანაც.

პოლიციელი:

– ჩემთან, რომ გეხსენებინათ აუცილებლად დავრეკავდი სასწრაფოში

საბა:

– ანუ არ დაგირეკავთ, ადვოკატი ვახსენე არ დაგირეკავთ

პოლიციელი:

– ადვოკატიც არ გიხსენებიათ, თორემ დავურეკავდით

საბა:

– გასაგებია, მეორეჯერ რომ შემამოწმეთ, მაშინ დაზიანებებმა რატომ მოიმატა?

პოლიციელი:

– როდის?

საბა:

– მეორეჯერ, რომ ამაწევინეთ მაისური

პოლიციელი:

– მე ერთხელ შეგამოწმეთ ბატონო საბა

საბა:

– არა მეორეჯერაც შემამოწმეთ და მაშინ მითხარით, შარვალი ჩაიწიეო შენი @ლის დათვალიერება არ მინდა მაგის ინტერესი არ მაქო

პოლიციელი:

– ერთხელ შეგამოწმეთ ბატონო საბა

საბა:

– სალომე, რატომ გაუშვით მაშინ ოთახიდან?

პოლიციელი:

– სალომე, იმიტომ რომ მანდილოსანი იყო და “მაიკა” რომ აიწიეთ უხერხული სიტუაცია არ შექმნილიყი და გვერდზე ოთახში გამოვიდა.

საბა:

– ის ორი ნიღბიანი ვისაც დაუძახე ისინი ვინები იყვნენ?

პოლიციელი:

– ორი ნიღბიანი? წეღან გავნმარტე, რომ ნიღბიანი სახეზე არავინ არ ყოფილა, არ დადიან ჩვენს სართულზე ნიღბიანები.

საბა:

– მეხსიერება არ გქონიათ მაშინ

პოლიციელი:

– ნორმალურად მესაუბრეთ ახლა

საბა:

– ბატონო მოსამართლე, მინდა ვთქვა რომ მე და სალომე მარტო არ ვიჯექით ოთახში და ის სამი ადამიანი ვინც იქით–აქით დამატარებდა ამ მე-8 სართულზე, თავიდანვე ჩვენთან ერთად იყო და სალომეს გვერდზე იჯდა როგორც ამბობს. ამის შემდეგ სალომეს ეუბნებით გავიდეს გარეთ 

პოლიციელი:

– გარეთ არა გვერდზე თბილ ოთახში, რადგან წეღანაც განვმარტე, რომ აიწიეთ მაისური და უხერხული სიტუაცია რომ არ შექმნილიყო, მანდილოსანია და იმიტომ გამოვიდა გვერდზე ოთახში 

საბა:

– ხო მეორეჯერ?

პოლიციელი:

– არ შემიმოწმებიხარ ამ მეორეჯერ და ათჯერ თუ გაიმეორებ შევცლი პასიხს თუ რაიქნება ვერ გავუგე კაცო

საბა:

– ხო რაღაცეები ერთმანეთ არ ემთხვევა

პოლიციელი:

– რაღაცეები შენთვის არემთხვევა, ჩვენთვის ემთხვევა

  • შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
  • სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცემის და წამების უმძიმესი ისტორია – “პირველად მოვყვები როგორ მექცეოდნებ” – საბა სხვიტარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved