• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, კვირა, 7 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რომ მითხრა, რატიანის კლინიკაში ვარო, გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა… ვუთხარი, ხო მოგიყევი, როგორ გამოვიქეცი იქედანთქო“ – ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურზე

ალია ავტორი - ალია
01:51 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
355

ყოფილი პარლამენტარი, ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურის შესახებ სკანდალურ პოსტს ავრცელებს:

„მოკლეთ რამდენიმე დღეა ხმა არ ამიღია და ისე ვაკვირდები მოვლენებს ჩემი ძმაკაცის თამაზ მეჭიაურის მკურნალობასთან დაკავშირებით!

მინდა ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო და გაგრძელდა ყველაფერი:

პირველად რო მითხრა დამიდასტურდა კოვიდიო ხელათ შევთავაზე ექიმი, რომელმაც მე მომარჩინა,მაგრამ მითხრა ოჯახის ექიმთან მაქვსო მუდმივი კონტაქტი და წამლებიც მომიტანესო,მეორე დღეს რო დაურეკე არ იყო უკეთესობა,მე ისევ უთხარი რაღაც არასწორად მკურნალობ თორე უკვე პირველივე დღიდან უკეთესობა უნდა იყოსთქო,ისევ შევთავაზე და გავაფრთხილე იცოდე ცნობადი სახე ხარ და ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი კლინიკებშითქო ,დილით ვურეკავ და უკვე კლინიკაში ვარო გაუარესება მქონდაო და ზაზამ წამომიყვანა რატიანს იცნობსო და წამოვყევიო,გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა, მაგრამ რავარია უთხრა რამე,მე მხოლოდ ის ვუთხარი ხო მოგიყევი თუ როგორ გამოვიქეცი იქედანთქო,მეც რატიანის ნდობამ მიმიყვანა ,მაგრამ შემდეგ იქ სხვა რამ ვნახე და წამოვედი სანამ აპარატამდე მიმიყვანდნენ.ვურეკავდი ყოველ დილით, ყოველ საღამოს და ერთხელ დილით ვხედავ ძაან უჭირს, ფეხზე დგას და ჭირვეულობს, მეთქი უკეთესობა არაათქო,არც ისეო ,ესეიგი არასწორად გმკურნალობენთქო და წამოდი იქედან მე მოგხედავ წაგიყვან ექიმთანთქო,არა ემზარ უხერხულია ექიმები თავზე მევლებიანო,მეც ასე მევლებოდენ მეთქი მაგრამ მოვიკრიბე იმის ძალა რომ თავი გადამერჩინა და წამოვსულვიყავი იქედან.ამ საუბრის მეორე დღეს დილით ვურეკავ ლაივით ისევე, წევს ისე მელაპარაკება,მითხრა ძლივს გავათენეო ცუდად ვიყავი მთელი ღამეო,მერე ექიმი არ იყო მეთქი არ მოგხედესთქო, თავი გადმოგდო ლოგინზე უიმედოდ ძალიან და მივხვდი ,რომ არაფერს კარგს არ უმზადებდნენ.მოკლეთ გადაიყვანეს რენიმაციაში და ტელეფონი შვილს გადასცეს ეს სოფოსგან გავიგე უმცროს ქალიშვილისგან,დაუდგინდა 18 ქულა ანუ 4 ქულიდან 3-4 დღეში 18 ქულამდე გაექცათაა თუ შეგნებულად მოხდა რამე ეს წესით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ,რომ გვქონდეს ნორმალური თავისუფალი ქვეყანა!ახლობლებმა, ჯერ სხვა სახელების ხსენებისგან თავს შევიკავებ,დავფაცურდით მოველაპარაკეთ ერთერთ კლინიკას, სადაც კოვიდზე ძალიან ეფექტურად მკურნალობენ და გაგვიმზადეს ადგილი მიუხედავად გადატვირთვისა და წამალი ყველაფერი გაკეთებული მის გადასარჩენად,ურეკავ ერთერთ შვილს გადაყვანაზე ,სასწრაფოდაა გადასაყვანი იქედან,მივიღე უარი ,მეორეს უარო, მესამეს უარი ესეიგი სუყველა ისე ყავდათ დარწმუნებული რომ გადაყვანა არ იყო საჭირო,ამ დროს ირთი შვილი მაინც ყოფილიყო ჩვენ ჭკუაზე უეჭველი მივადგებოდი ,მაგრამ არ იქნა ,არ იქნა იმიტომ რომ რათქმა უნდა შვილებს გადარჩენა უნდათ, მაგრამ ვერც წარმოუდგენიათ ის რაც მე და უამრავ ადამიანს გამოცდილი და ნანახი გვაქ ამ კოვიდ კლინიკებში!მოკლეთ ვეუბნები წამალი მაინც მიაცემინეთ კოვიდის ,მაგრამ იმ ღამეს ვერ მოხერხდა ,მეორე დღეს ავადმყოფობის მე-9 დღე იყო და 9 დღის მერე წამალი არ მოქმედებსო გვითხრეს ,მოკლედ ძლივს ვეღირსეთ ნებართვას წამლის მიცემის (სულაჟერი) წამლის მიღების შემდეგ 2 საათშ სატურაციამ წამოიწია და წამოვიდა ავადმყოფი უკეთესობისკენ, მეორე მესამე დღეებიც უკვე საჭმელიც ჭამა და ითხოვდა თურმე ახლობლებთან კომუნიკაციას,ცოცხალი თავით არ დაალაპარაკეს არავის,ისმება კითხვა მაშინ როცა პაციენტს ყველაზე ძაან სჭირდება მორალური მხარდაჭერა, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ზარის უფლების მიცემა?შვილებს უთხრეს რომ ორშაბათს ერთერთს შეგიშვებთო და შეიძლება ტელეფონის მიტანაცო,ეს ხდება პარასკევს,შაბათი კვირა და ორშაბათს უკვე აპარატზე ხდება გადასაყვანი მართვით სუნთქვაზე,ვგებულობთ სრულიად საიდუმლოდ შიგნიდან ,რომ სამჯერ ჰქონდა თუ სამი დღის კაფსული მიღებული ,ანუ სანამ წამალს აძლევდნენ გაუმჯობესება იყო და მერე შეუწყვიტეს წამლის მიცემა და წავიდა გაუარესება!ეხლა ისმება კითხვა ღმერთმა არ ქნას ,რომ ცუდად დამთავრდეს ეს მკურნალობა არის თუ არა ეს ყველაფერი, რასაც ვყვები საფუძველი სისხლისსამართლის საქმის აღძვრის,უარეს შემთხვევაში კი შურის ძიების???ძალიან გთხოვთ ყველამ გავაზიაროთ და ყველამ კომენტარებში მიუთითოთ თქვენ თქვენი აზრი კორექტულად, სერიოზულ საქმესთან გვაქ საქმე და სერიოზულად და საქმიანად მიუდგეთ საკითხს!

პ.ს.

თამაზ ძმაო იბრძოლე, შენ მარტო ხარ, კოვიდი და ისინი უხილავი მტერი კაცობრიობის კი ბევრნი,მაგრამ ღმერთი შენ მხარეზეა და ჩვენ ვლოცულობთ შენი გადარჩენისთვის ,აგერ როგორც გვჩვევია ცხვარს ამ შაბათს შევწირავთ შენს სახელზე და ლამპრობას სვანური წესით ვილოცებთ და შენ თავს შევავედრებთ წმიდა გიორგის ვთხოვთ რომ ევედროს შენი გადარჩენისთვის უფალს!არ დანებდე!!!უფალს აბარიხარ და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!!!დიდება ღმერთს!!!“

თეგები: ემზარ კვიციანითამაზ მეჭიაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

15:34 09-05-2025
აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის – მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით
ახალი ამბები

აისრულე სურვილები ახალი სასწავლო წლისთვის – მოემზადე სკოლისთვის და უნივერსიტეტისთვის ერთგული საკრედიტო ბარათით

13:54 09-05-2025
თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა

12:24 09-05-2025
პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

14:20 09-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved