• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომ არა ოცნების მიერ აქციზის გაზრდა, ლარის ვარდნა, საწვავის ფასი ნაკლები იქნებოდა – გიგა ბოკერია

ალია ავტორი - ალია
14:56 04-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
154

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საწვავის ფასის ზრდაზე პასუხისმგებლობის იმპორტიორებზე დაკისრება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

“ეს არის ღარიბაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან უტიფარი მცდელობა, რომ მოქალაქეების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და პასუხისმგებლობა ამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, საწვავის ფასების ზრდაზე აკიდონ კერძო შემომტანებს, კერძო დისტრიბუტორებს. მაშინ, როცა რეალობა არის ის, რომ საწვავის ფასებს განაპირობებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფასები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ან ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს მიღმაა, მეორე – ხელისუფლების პოლიტიკა. კერძოდ, ამ პოლიტიკის შედეგები ლარის კურსის სახით და აქციზის ზრდა. ეს ორივე ფაქტორი არის ივანიშვილის რეჟიმს “მოღვაწეობის” შედეგი. აქციზი მათ გაზარდეს და ლარის კურსის ასეთი დრამატული ვარდნა მათი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია პირდაპირ”. – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, რომ არა ქართული ოცნების მიერ საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდა და მათი ხელისუფლების პერიოდში ლარის კურსის ვარდნა, საწვავის ფასი იმაზე ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ათი წლის წინ იყო.

“რომ არა ეს ორი ფაქტორი, ვგულისხმობ ლარის კურსის ვარდნას ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და აქციზის გაზრდას, შემცირებაზე არც კი ვსაუბრობ ამ წამს, დღევანდელი საერთაშორისო ფასებით საწვავის ფასი დღეს იქნებოდა უფრო ნაკლები, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ასე რომ, უტიფრად ატყუებენ ჩვენს მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ არავინ არ მოტყუვდება და არავინ არ წამოეგება ანკესზე, რომ კერძო ბიზნესს დააკისროს პასუხისმგებლობა და იქ გამართონ პროტესტი, როცა პრობლემის თავი და ბოლო არის ჩვენს ხელისუფლებაში”.

თეგები: გიგა ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved