• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როგორც უკრაინა იცავს მთელი მსოფლიოს თავისუფლებას, ისე იცავს ისრაელი მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
13:45 10-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
488

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

,,კაცობრიობის ისტორიამ თუ რამე გვასწავლა (ან ჯერ კიდევ ვერ გვასწავლა), მთავარი ისაა, რომ ბოროტებასთან კომპრომისი ახალი და უფრო დიდი უბედურების მომტანია.

ჰიტლერთან კომპრომისი მსოფლიოს შემოუტრიალდა ისტორიაში ყველაზე დიდი ომის სახით; დასავლეთის რუსეთთან ფლირტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ომი მოიტანა; ტერორისტებთან კომპრომისი სამყაროს წარმოუდგენელ კატასტროფად ექცევა.

ასე რომ, დილეტანტების მოსაზრება, თითქოს არსებობს ,,მეორე მხარე”, რომლის სიმართლე უნდა მოვისმინოთ, უკიდურესად სახიფათოა. ,,მეორე მხარე” არ არსებობს – არსებობს ტერორიზმი, რომელიც ,,მეორე მხარე” კი არა, ბოროტებაა და მას უნდა შეებრძოლო.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ტერორიზმთან კომპრომისი ტერორისტების მხრიდან აღიქმება გამარჯვებად და არ დასრულდება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში. კიდევ უფრო ძლიერად მოიკიდებს ფეხს მთელ მსოფლიოში. ყოველი კომპრომისი ტერორისტებს ახალ მიზნებს უსახავს და მომავალ გამარჯვებებზე აფიქრებს. ამიტომ ტერორიზმი ყოველ ჯერზე იქ და იმ დროს უნდა დამარცხდეს, სადაც შესაძლებელია.

როგორც უკრაინა იცავს მთელი მსოფლიოს თავისუფლებას, ისე იცავს ისრაელი მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას.

დღეს სწორედ უკრაინასა და ისრაელში გადის თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფრონტის ხაზები. თუ ეს ხაზები გაირღვა, მსოფლიოს ისეთი ფასი დაუჯდება, რომლის მსგავსი შეიძლება, არც უნახავს.

სამწუხაროდ, მხვდება ტექსტები, რომელიც გარკვეულწილად გამოწვეულია ახლო აღმოსავლეთისა და ისრაელის ისტორიის უცოდინრობითაც.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტერორიზმის საფუძველი ტერიტორიული უთანხმოებაა, ვურჩევ, უფრო ღრმად გაერკვეს საკითხში.

არ არსებობს უფრო დიდი ჭირი, ვიდრე ტერორიზმი. ამ ჭირის განუყოფელი ნაწილია რუსეთიც – ყველაზე დიდი ტერორისტული სახელმწიფო.”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved