• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, სამშაბათი, 3 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორც მეგის ქარდავა გამოიყენეს ნაციონალებმა, ისე გამოიყენა შევარდნაძემ გელა ლანჩავა“

ალია ავტორი - ალია
20:40 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
425

ნანა სულავა

თავს ნურავინ მოიტყუებს, მეგის ქარდავას ჩამოყვანა 9 წლის შემდეგ არ არის სამართლიანობის აღდგენა. უნდა დადგეს იმ პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მეგის ქარდავას აძლევდნენ დანაშაულებრივ ბრძანებებს. ამიტომ დროა, ჩამოაბრძანოთ ამ ბანდის მოთავე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, ამირან მესხელი და სხვა ჰიტლერელები და ნაცმოძრაობასთან და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან კოჰაბიტაცია უნდა დამთავრდეს, ნაციონალურ რეჟიმს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს!!!

ფაშისტ მიხეილ სააკაშვილს სხვა უამრავ დანაშაულთან ერთად, პირველ რიგში, მარტო იმისთვის უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, რომ ის არის ერთ-ერთი უდიდესი მატყუარა დედამიწის ზურგზე. ამიტომ იკადრა უტიფრად, მეგის ქარდავას არ ვიცნობდიო. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. რა, უცნობი ადამიანი დანიშნა სამხედრო პოლიციის უფროსად? პირადი სიახლოვე აუცილებელი არ იყო იმისთვის, რომ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება მის ხელქვეითს შეესრულებინა. თუ „უცნობს“ იცნობდა, მეგის ქარდავას არ იცნობდა? ამას მხოლოდ ლაჩარი თუ იტყვის, რომ თავი დაიძვრინოს თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგებისგან.

ისტორია ერთი ერთზე მეორდება. როგორც მისმა პოლიტიკურმა აღმზრდელმა შევარდნაძემ თქვა, როცა მხედრიონს და მის მოთავეს, ჯაბა იოსელიანს ყველანაირი დანაშაული ჩაადენინა და მერე ვირის აბანოში შეყარა, ასე თქვა: „ჯაბა იოსელიანი იძახის, შევარდნაძე ჩემი მეგობარია, თორემ მე კი არ ვამბობ, ჯაბა ჩემი მეგობარიაო“. ჰოდა, ისიც ვთქვათ, შევარდნაძესაც ჰყავდა მეგის ქარდავასავით ვაისამხედრო გელა ლანჩავა, რომელსაც შინაგანი ჯარის სარდალს ეძახდა. ვინ მოსთვლის, რამდენი სიბინძურე აკეთებინა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ როგორც მეგის ქარდავა გამოიყენეს ნაციონალებმა, ისე გამოიყენა შევარდნაძემ გელა ლანჩავა. ხოლო ვინც ამ დანაშაულებრივ ბრძანებებს აძლევდა გელა ლანჩავას და მხედრიონელებს, სამთავრობო რეზიდენციაში ჰყავთ დაკრძალული, რომლის დაკრძალვას მსოფლიო იმპერიალიზმის ისეთი მონსტრები ესწრებოდნენ, როგორებიც იყვნენ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და გერმანიის კანცლერი გენშერი, მის საფლავს კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს. ხოლო მხედრიონის ბანდის მოთავე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჰყავთ დაკრძალული. შემთხვევით კი არ ამბობდა შევარდნაძე დასავლეთის პრესაში, მე საქართველოში მეგობრები არ მყავს. ჩემი მეგობრები ბეიკერი და გენშერიაო. ჰოდა, აი, ვინ იყო სააკაშვილის პოლიტიკური გამზრდელი. როგორც შევარდნაძეს არ ჰყავდა მეგობრები, ასეთივე გაზარდა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილსაც თავისი გენშერები და ბეიკერები ჰყავს და დღეს მათ იმედზეა. მაგალითი ხომ სახეზეა. მათ გამოზარდეს მეგის ქარდავას მსგავსი ახალგაზრდები ჯალათებად. მათ მიერ შექმნილმა რეჟიმებმა ადამიანები ჯალათებად აქციეს, თორემ მეგის ქარდავას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში უსაფრთხოების განყოფილებაში რომ დაუწყია მუშაობა, ისეთი მორიდებული და ზრდილობიანი ახალგაზრდა ყოფილა, რომ ნახეთ, რას ამბობს მისი თანამშრომელი იუსტიციის ვიცეპოლკოვნიკი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ფინანსისტი სვეტლანა მაისურაძე: „ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ის მეგის ქარდავა, რომელსაც მე ვიცნობდი, ჯალათი და მწამებელი გახდა. ის და დავით ჭაკუა მეუბნებოდნენ: თქვენნაირი გამოცდილი და პატიოსანი უნდა მუშაობდეს ფინანსებში და რა კარგია, რომ ამ სფეროში ბრძანდებით, თქვენს გარეშე დეპარტამენტი დაიშლებაო. მაგრამ როცა ბაჩანა ახალაიას უკანონო ბრძანებებს ხელი არ მოვაწერე, 30 წლით გამიშვა ციხეში. ვინ იდგნენ ახალაიას უკან? ვინ და მერაბიშვილი და სააკაშვილი, რომლებიც გასცემდნენ ბრძანებებს და ვინც არ დაემორჩილებოდა მათ, ყველა ჩემსავით რეპრესირებული იქნებოდა. მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და სხვებს კარგად გააგებინეს, ისინი ჩემსავით სამართლის უზენაესობის პრინციპით თუ იხელმძღვანელებდნენ, ბაჩო ახალაია ათეული წლობით გაამწესებდა მათ ციხეში. მე ვწუხვარ, რომ ეს ახალგაზრდები პოლიტიკური წინდაუხედავები აღმოჩნდნენ, ამ საშინელ გზას რომ დაადგნენ“.

სამხედრო პოლიციის დეპარამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი. ექვს საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ამბობს, ის ყველა განაჩენს გაასაჩივრებს. თვითონ მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს, რომ საქართველოში უკრაინელი მეზღვაურების განთავისუფლება პოლიტიკური პატიმრობიდან მეგის ქარდავაში გაცვლით მოხდა. მის ადვოკატს კლიენტის დასაცავად ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ საქართველოს პოლიციამ უკრაინელი მოქალაქეები მძიმე ბრალდებებით დააკავა. ერთ-ერთი მათ შორის სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო. გარიგება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის მართლაც მოხდა. ამიტომ ჯერ დაპატიმრებული უკრაინელი მოქალაქეები გაანთავისუფლებს, მათ შორის სააკაშვილის დაცვის წევრი და მერე ჩავიდა საქართველოს პრემიერი უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ზეიმზე კიევში, მაგრამ მას მოახსენეს, რომ ტრიბუნასთან მას გვერდით  მოუსვამდნენ სააკაშვილს. ამიტომ სამხედრო პარადს არ დასწრებია და დატოვა უკრაინა.

ახლა ისევ დავუბრუნდეთ თანამედროვე ჰიტლერელს მეგის ქარდავას. მან თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე რომის პაპის იოანე პავლე II-ის ილეთი გაიმეორა და ასფალტს აკოცა, თითქოს ასფალტი ქართული იყო. როგორც ჩანს, კონსულტაციები გავლილი ჰქონდა პიარის სპეციალისტებთან. ყველამ ვნახეთ, რომ ის უმაღლესი კლასის თვითმფრინავით ჩამოაბრძანეს. ეჰ, რა უსამართლობა ტრიალებს ამ სამყაროში. ჯალათი მეგის ქარდავა უმაღლესი კომფორტით ჩამოიყვანეს და მრავალი უდანაშაულო ავღანელი ახალგაზრდა ამერიკული თვითმფრინავის ბორბლებს ეჭიდებოდა და ქაბულის კორპუსების თავზე ცვიოდა. ზოგი თვითმფრინავების ბორბლებს მიება და ჰაერში გაიყინა. აი, ეს არის თანამედროვე იმპერიალიზმი. მეგის ქარდავას 5 ვარსკვლავიან საკანს თუ არა, 4 ვარსკვლავიანს არ დაამადლიან. ციხეშიც სანატორიუმის პირობებს შეუქმნიან ექიმის მეთვალყურეობით. აბა, სვეტლანა მაისურაძის მსგავსად, სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკში ხომ არ მოათავსებენ, რომელიც ჰიტლერული საკონცენტრაციო ბანაკებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. აი, რას ნიშნავს ის, რომ მეგის ქარდავას ისტორია რომ კარგად ესწავლა, გენერალ კრასნოვის ისტორიაც ეცოდინებოდა. კრასნოვი, რომელიც ჰიტლერის მსახური გახდა, მეგის ქარდავასავით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როცა ფაშიზმი დამარცხდა, კრასნოვი დასამალად ბრიტანელებთან გაიქცა. ბრიტანელებმა გენერალი კრასნოვი საბჭოთ კავშირს გადასცეს, სადაც ის გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. მეგის ქარდავას არ ეგონოს, რომ ვინმე დაიცავს. მისნაირებს იყენებენ და მერე არ ვიცნობთო, ამბობენ. ახლა აცხადებს, რომ არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს. მეგის ქარდავას არავინ დაიცავს. უგულავასნაირ კორუმპირებულ, ცრუმოწმე მელიასა და ჩამშშვებ ოქრუაშვილისნაირებს ამერიკის სენატი და ევროპარლამენტი იცავს, ხოლო მეგის ქარდავასნაირებს ერთჯერადად იყენებენ და მერე ანადგურებენ. ახლა რომ ამბობს  ქარდავა, უგულავა კორუმპირებულიაო, უგულავას იმპერიალიზმი იცავს. შენ რომ იძახი, კორუმპირებულია უგულავაო, უგულავას მფარველები შენ დაგიცავენ? ან მამუკა ხაზარაძეს საბჭოთა ადამიანს რომ ეძახი, საბჭოთა ადამიანები მევახშე წურბელები არ იყვნენ. ამიტომ ფრთხილად იყავი. მამუკა ხაზარაძეს ჯიბეზე ბევრი ვაიპოეტი ჰყავს მიბმული და შენზე ლექსი არ დააწერინოს. დაბოლოს, თუ მეგის ქარდავა დარწმუნდება, რომ მას ისე არ დაიცავენ ამერიკელი სენატორები და ევროპელი დეპუტატები, როგორც ეს გააკეთეს კორუმპირებული უგულავას, ცრუმოწმე მელიას და ჩამშვები ოქრუაშვილის შემთხვევაში, მაშინ მას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, თორემ უვადო პატიმრობა ელოდება. ასე რომ, წინ კიდევ ერთი სერიალია, სადაც კიდევ ერთხელ წარმოჩნდება 1992 წლიდან აშენებული ვითომ ქართული დემოკრატიის სიმახინჯე და უსამართლობა, რომლის წინამორბედი გარდაქმნა და საჯაროობა იყო.

თეგები: მეგის ქარდავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved