• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორც კი ეს განცხადება გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა – იმუნიტეტით არ ვისარგებლებ – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
13:49 06-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

მამუკა ხაზარაძე მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე სხდომის ჩანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

მამუკა ხაზარაძე:

„პოლიტიზირებულმა მართლმასჯულებამ უცებ გაიღვიძა 1.5 წლის შემდეგ. საეჭვო დამთხვევა მოხდა – გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში კანონის იმ ჩანაწერის, რომელიც პარლამენტარის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიცია გუშინ გავაჟღერე, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, როცა დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ, და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ამ ქვეყანას არ უწერია წინსვლა და გამარჯვება, სანამ არ მივაღწევთ გამჭირვალე მართლმსაჯულებას”

ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ 2019 წლის იანვარში დაიწყო. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის მოცულობის სესხზე ედავება, რომელიც თიბისი ბანკიდან ავთანდილ წერეთელმა 2007 წელს აიღო.

ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, “რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება”.

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved