ევროპა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძე. “ოცნების” თავმჯდომარის მტკიცებით, პრეზიდენტის მხარეს დღეს არ წარმოუდგენია არგუმენტები:
“როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს ყველაფერს გავცემთ შესვენების შემდგე” თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო სხდომაზე 1 საათით შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი სამი საათის განმავლობაში მხარეები მსჯელობდნენ, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებით. სასამართლოს წინაშე საკონსტიტუციო წარდგინება ირაკლი კობახიძემ წაიკითხა, ხოლო პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.
,,მთავარი არხი”
კომენტარები