• რეკლამა
  • კონტაქტი
15:20, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა, რომ მოგიყვეთ რა ჯოჯოხეთური დღეები გამოვიარე“ – რას ჰყვება ახალგაზრდა რომელსაც კორონავირუსზე ტესტი აუღეს

ალია ავტორი - ალია
19:22 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი აბზიანიზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა იმისთვის, რომ კონტაქტზე გამოვიდე და მოგიყვეთ რა ჯოჯოხეთური დღეები გამოვიარე.

წინა კვირა გამოდგა ძალიან რთული, ერთმანეთს მოყვებოდა საშინელი ამბები.
ერთ საღამოსაც, დაწოლის წინ ვიგრძენი სიცხე მემატებოდა. არაუშავს, ეს ალბათ ამდენი სტრესის ფონზე ხდება, გამოვიძინებ და კარგად ვიქნები მეთქი.

ღამე გამეღვიძა გაოფლილს, სიცხით და სიმშრალით პირის ღრუში, ჯერ ხველა არ იყო, მაგრამ ალბათ ასე იწყება მეთქი. ჩაი დავლიე, სითხე კარგია ასეთ დროს და დავიძინე.

გავიღვიძე და მაინც იგივეა. დავსერჩე ეგრევე covid symptoms და შემეშინდა. ბევრი სიმპტომი ემთხვეოდა: სიცხე – 37-ზე მაღალი.

დაღლილობა – წინა დღეს სამუშაო საათებში მომწყდა კისერი და წავედი დასაძინებლად.

ხველა არა, მაგრამ სიმშრალე იყო.

და დამატებით ეწერა, ზოგს დიარეაც აღენიშნებაო, რაც უკვე 2 დღეა მიმძაფრდებოდა.

გადამიყვანეს საავადმყოფოში.

ჩამიტარეს ტესტი.

3 დღე და 2 ღამე გავატარე საავადმყოფოში და 10 წუთითაც არ მძინებია. ვფიქრობდი ამ ვირუსის ბუნებაზე, როგორი უსამართლო და ბოროტია.

თავს იმით ვიმართლებდი ხოლმე, რომ მე სულ 1-2ჯერ ზედმეტად გავბლაყუნდი მაღაზიაში, სხვები კიდე რას არ აკეთებენ, მაგრამ ვირუსს არ უკითხავს, უი შენ სულ
ერთხელ იყავი გარეთ და ის 10ჯერ ? კარგი მაშინ იმასთან წავალო.

და როგორი ბოროტია. საყვარელი ადამიანებიდან გადადის, ისეთისგან ვისგანაც არაფერ ცუდს არ ელოდები. ვისაც თავისუფლად შემოუშვებ სახლში და ჩაეხუტები.

მოკლედ, უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დაინფიცირებული ვიყავი, იმიტომ რომ ბევრი რამე ემთხვეოდა და ჩემი მდგომარეობაც უარესდებოდა და უარესდებოდა. ამ პერიოდში სხვა რა უნდა ყოფილიყო ? ასე, არაფრიდან, ასე ცუდად რატომ ვიყავი ?

ყველაფერი თავიდან გადავაფასე.

თავიდან შემიყვარდა ოჯახის წევრები და ვერაფრით ვპატიობდი ჩემ თავს იმას, რომ ისინი სწორედ მე ჩავაგდე ამ საფრთხეში. ვფიქრობდი, ხვალიდან როგორ გადაიყვადნენ ცალკ-ცალკე ბოქსებში და სტატისტიკიდან გამომდინარე, ალბათ ყველა ვეღარ დაბრუნდებოდა სახლში.

ერთადერთი ოცნება მქონდა იმ მომენტში, როდესმე ისევ მთელი ოჯახი ერთ ჭერ ქვეშ შევკრებილიყავით და ისევ მქონოდა ჩახუტების უფლება…

ძალიან მიკვირს იმ ხალხის ვინც რეკომენდაციებს არ ეთანხმება და სახლიდან გამოსვლისკენ მოგვიწოდებს, სად აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა ვერ ვხვდები.

მესმის, ეკონომიკური კრიზისი რამდენიმე თვე, მაგრამ არაუშავს, იმ უჰაერობით დახრჩობას, თუნდაც იმ საშინელ დაშაულის გრძნობასაც კი, წყალზე და პურზე ყოფნა სჯობს.
ბევრად უარესი კრიზისის მთელი დეკადა გადავიტანეთ 90-იანებში და ამ რამდენიმე თვეს როგორმე გადავიტანთ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილით მოვიდა ტესტის პასუხი.

არ დამიდასტურდა კოვიდი.

ვეღარ ვიჯერებდი. რამდენჯერმე დავაზუსტებინე ექიმს.

გამომიშვეს და სახლში დავბრუნდი სრულიად დაცლილი და დანგრეული. ფიზიკურადაც და მენტალურადაც.

საღამოს ავდექი ჩაის დასალევად, მეტი არაფრის თავი მქონდა. გემრიელი ჩაი გვაქვს. ზოგადადაც მიყვარს ჩაი. ვირუსის პერიოდში 3-4 დიდ ჭიქას ვსვამ და რაც ცუდად ვიყავი 5-6საც.

ხოდა ვიკითხე, ეს რა ჩაია მეთქი.

ჩემმა ძმამ, რავიცი რაღაცა ყუთში იყო, მანდ გადმოვყარე და ყუთი გადავაგდეო.

ჩემმა დამ, მოიცა რომელი, გასახდომი ჩაიო ?

…
…
…

მოკლედ, ჩემ დას ადრე მოუტანია ეს გასახდომი ჩაი, ძმას მოეწონა და ჩვეულებრივ საჩაიე ყუთში გადმოყარა. ზედმეტი ყუთისგან გაათავისუფლა სამზარეულო და გამოვიდა რომ საავადმყოფოში გადაყვანამდე 1 კვირის განმავლობაში დაახლოებით 30 ლიტრი მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი (კუჭის ამშლელი), დამაძინებელი, მომთენთავი და კიდევ 1000 უბედურების გამომწვევი ჩაი დავლიე.

ტუალეტში ვსკდებოდი ხოლმე. ვეღარ გამოვდიოდი. რასაც ვჭამდი 2 იმდენს ვაბრუნებდი.
7 კილო მაქვს დაკლებული!
თან, რაც უფრო ცუდად ვხდებოდი, მით უფრო ვიჯერებდი რო კორონა მჭირდა და მეგონა ამით ებრძოდა ორგანიზმი ინფექციას. ამიტომ, მეც უფრო მეტ და მეტ ჩაის ვსვამდი…

აი, ასეთი ჩაჯმა ისტორიაა…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved