ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება:
,,როგორც იქნა, გაირკვა, რატომ გვაქვს პროდუქტებზე ევროპასთან შედარებით მაღალი ფასები – ჩვენ მათთან შედარებით ბევრი მაღაზია გვქონია.
მაღაზიების რაოდნეობას ღუ შევამცირებთ და იქ დასაქმებულ ადამიანებს უმუშევრად დავტოვებთ, პროდუქტიც გაიაფდება.
ხომ ეკუთვნის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში?“
შეგახსენებთ, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
,,ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“














კომენტარები