• რეკლამა
  • კონტაქტი
19:33, ხუთშაბათი, 20 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ექიმი, სააკაშვილს მოვუწოდებდი, შიმშილობა შეწყვიტოს და საფრთხეს ნუ უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას” – დავით სერგეენკო

ალია ავტორი - ალია
12:54 10-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

“როგორც ექიმი, სააკაშვილს მოვუწოდებდი, რომ შიმშილობა შეწყვიტოს და საფრთხეს ნუ უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდეს მისი გათავისუფლების საფუძველი, სერგეენკო აცხადებს, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.”აქ მე ვერ განვასხვავებ ადამიანურად და პროფესიულად ყოფილი პრეზიდენტია, თუ ვინმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია. ნამდვილად მჯერა, რომ ექიმები, ვინც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში ყველაფერს გააკეთებენ, რომ გართულებები არ იყოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული, აქვს სისუსტე და სახეზე უფერულობა.

“ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ეს კონსილიუმი შედგეს უფრო ადრე, ვიდრე სამშაბათს, ექიმებმა უნდა თქვან რა გავაკეთოთ შემდეგ. საჭიროა თუ არა მისი ჰოსპიტალში გადაყვანა, რა მინერალები უნდა მივცეთ, ან რა უნდა გადავუსხათ,” – განცხადება ყიფშიძემ. 

შეგახსენებთ, რომ უკვე შექმნილია ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის და დეტალურ ანალიზს გააკეთებს. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროტესტის ნიშნად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved