• რეკლამა
  • კონტაქტი
22:29, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როგორც დიდი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, დეპუტატი ამომრჩევლის სახეა“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:56 02-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
656
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
„ამერიკის ორივე მმართველ პარტიას ბლომად ჰყავს … პოლიტკორექტულად რომ ვთქვა, ინტელექტუალურად დაჩაგრული, თუ არაადექვატური ინტელექტის მქონე ინდივიდუალები. მაგალითად, დემოკრატი ოკასიო-კორტესი და რესპუბლიკელი ლორენ ბობერტი. რატომ და საიდან მოხვდნენ ისინი კონგრესში? მარტივი მიზეზის გამო. როგორც დიდი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, დეპუტატი ამომრჩევლის სახეა და მოგვწონს თუ არა, დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოების ყველა სპექტრს შეუძლია თავისი სასურველი სპიკერის გაგზავნა სახელმწიფოს მთავარ მმართველ ორგანოში. ამასთან, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ფინანსური წყარო, რომელიც ასეთ სპიკერს დააფინანსებს, რადგან ინტელექტუალურად დაჩაგრულებსაც სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური ლობი ნორმალურ ქვეყანაში.
და როგორ იქცევიან ამ დროს ინტელექტუალური რესპუბლიკელი და დემოკრატი პოლიტიკოსები? პარტიიდან გარბიან, დაბალპროცენტიან სნობურ პარტიუკებს ქმნიან და პოლიტიკურ ველს ფსევდო-ინტელექტუალური იმპოტენტური ნიჰილიზმით ანაგვიანებენ?
არანაირად.
ინტელექტუალური პოლიტიკოსები რჩებიან პარტიაში; არ კარგავენ მის რესურსებს; შეუმჩნეველი, ტაქტიანი კონტროლის ქვეშ აჰყავთ თავიანთი “ინტელექტუალურად დაჩაგრული” კოლეგები და მათ მოქმედებას მკაცრ პარტიულ დისციპლინას უქვემდებარებენ. ასე ვითარდება პოლიტიკური კლასი, იზრდება ამომრჩეველთა ის სპექტრი, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს.
-ქვეყანას დემორალიზებული ოპოზიციის ჩარეცხვა უშველის და მომინდომეს აქ ინტელექტუალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიო- უბრძანებია ერთ wannabe პოლიტ-ინტელექტუალს. სინამდვილეში ჩასარეცხი სწორედ ის ერთპროცენტიანი ფსევდო-ინტელექტუალური პარტიუკებია, რომელთა პოლიტიკური ნიჭი მორიგი “კუტოკის” შექმნის იქეთ არ მიდის.
მძლავრი, მრავალრიცხოვანი და რეალურად მოქმედი პარტიის შექმნას მართლა ინტელექტი სჭირდება; ინტელექტი და ხელებდაკაპიწებული შრომა. უნიტაზის ხეხვა არ არის სახალისო პროცესი, მაგრამ საჭირო და აუცილებელია. კლასი ტუალეტზე ეტყობა ჭეშმარიტ ინტელექტუალს“
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved