• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ტერორის, სანქციებით უშედეგო დაშინების შემდეგ, “გლობალური ომის პარტიის” კულუარებში უკიდურეს ზომებზე წასვლაც განიზრახეს” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:41 07-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:

,,ბოლო დღეებში ვიგებთ ინფორმაციას “მოდულის” შენობაში სახელმწიფო გადატრიალებასა და ტერორისტული აქტის მომზადების სს საქმეებზე ამა თუ იმ ფიგურანტის დაკითხვის თაობაზე. თვით ეს პირები და მათი ადგოკატები თავდაპირველად “ტერორიზმის მუხლზე” ინფორმაციას მალავდნენ, თუმცა ერთ-ერთი ფიგურანატის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ საუბარია (მათ შორის) ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის მომზადებაზე.

სამწუხაროდ უკანასკნელ 3 თვეში ფუცოს, ვუჩიჩის, ორბანის, რაისის, ტრამპის მიმართ განხორციელებული ტერაქტების, თუ ირაკლი კობახიძის მიმართ გაჟღერებული გაფრთხილების ფონზე – დღეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ მსგავსი ჩანაფიქრის ხორცშესხმაზე გაჟღერებული ინფორმაცია აღარ წარმოადგენს რაიმე კონსპიროლოგიურ თეორიას. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ტერორის, სანქციებით უშედეგო დაშინების შემდეგ, “გლობალური ომის პარტიის” კულუარებში უკიდურეს ზომებზე წასვლაც განიზრახეს.

საკითხავიც არაა, რატომ მალავდა “ტერორიზმის” მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფიგურანტთა გამოკითხვის გარემოებას რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია და რატომ მალავდნენ ამას თვით გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები. რომელიმე სექტანტის სახეზე გაჩენილი ნაკაწრი სწორედ ამ მედიების მიერ “ჟურნალისტური გამოძიების” მრავალდღიანი შოების ეპიცენტრში ხვდება ხოლმე.

თუ “პენსილვანიამდე” ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა “მოთელვა” იყო – ტრამპზე თავდასხმა, დიდი ალბათობით ან საიდუმლო სამსახურის უშუალო მონაწილეობით, ან დანაშაულებრივი დაუდევრობით განხორციელებული, “გლობალური ომის პარტიის” მიერ კუდის უკანასკნელი სისხლიანი მოქნევის პირდაპირი ნიშნის ტოლფასად შეგვიძლია განვიხილოთ: ანუ, ხიდები აფეთქებულია, დასაკარგი აღარაფერია, აწი უკვე შეგიძლიათ ყველაფერზე წახვიდეთ. ამიტომაც ვიმეორებ: არანაირი მოდუნება და მაქსიმალური საზოგადოებრივი სიფხიზლე. სპეცსამსახურებისა და პოლიციის აქამდე უპრეცედენტო მობილიზაციაზე ხომ აღარაფერს ვიძახი!“

თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved