• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროტესტი, ის მხოლოდ დააზიანებს ნაც. მოძრაობის პერსპექტივას” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:37 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

“მასობრივი შიმშილობის აქტი კანონის ფარგლებში ეტევა და შესაბამისად პროტესტის რადიკალური, მაგრამ მისაღები ფორმაა.

პრობლემა სხვა რამეშია – ატარებს თუ არა პროტესტის მოთხოვნები პოლიტიკურ, თუ პერსონალურ ხასიათს?

ჩემის აზრით, პოლიტიკური იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებულ საქმეებზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის, ან რაიმე სხვა მექანიზმით. ტექნიკურ საკითხებზე აქ არ ვისაუბრებ. ეს თვით სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პოლიტიკური მომავლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან მათ უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მომხრეები არა ყავს. მას ყავს მოწინააღმდეგეებიც და კიდევ უფრო მეტი ისეთი მოქალაქე, რომელსაც სჭირდება გარკვევა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?

უპირობო განთავისუფლება ატარებს პერსონალურ ხასიათს და შესაბამისად არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს პოლიტიკური მოთხოვნის კატეგორიას. ის რომც იქნას მიღწეული, შედეგად საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები ნაც. მოძრაობის მიმართ კი არ შემცირდება, არამედ უფრო გაძლიერდება. ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება პასუხი კითხვაზე – დამნაშავეა, თუ უდანაშაულო პასუხის გარეშე დარჩება და უფრო საწინააღმდეგოდ განეწყობა.

ასე რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროტესტი ამ სახით, ის მხოლოდ დააზიანებს ნაც. მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას.

თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს აქვს შანსი.”

თეგები: გია ხუხაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved