• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, პარასკევი, 20 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

ალია ავტორი - ალია
19:20 06-20-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ვლადიმერ აფციაურმა, ბოლო ერთ წელიწადში 112 კილოგრამი დაიკლო წონაში. აღმოჩნდა, რომ ეს ბარიატრიული ქირურგიის დამსახურებაა. სად გაიკეთა ოპერაცია, ვინ იყო ქირურგი, როგორია რეაბილიტაცია, რა საფრთხის ქვეშ იყო მისი ჯანმრთელობა და როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი, ამ დეტალებს „ალიას“, 35 წლის ვეტერანი სპორტსმენი თავად უყვება.

ვლადიმერ აფციაური:

– ჭარბწონიანობის პრობლემა დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო, როცა აქტიური სპორტისთვის თავის დანებება მომიწია. დაირღვა ორგანიზმის ჰორმონალური და ნივთიერებათა ცვლის ბალანსი და სწორედ ამას მოჰყვა წონის მატება. განსაკუთრებით ბევრი მოვიმატე ბოლო 3 წელიწადში. თავიდან თითქოს შეუმჩნეველი იყო მატება, შემდეგ, რაც დრო გადიოდა, მით მეტად და მეტად იზრდებოდა ჯანმრთელობის პრობლემები. ბოლო პერიოდში მქონდა უძილობა ღამით და ძილიანობა დღისით, საჭესთან, მაგალითად. მტკიოდა ხერხემალი, სკამზე დამჯდარს მეძინა, რადგან საწოლში ვერ ვიძინებდი, სუნთქა მიჭირდა. თითქმის აღარ გამოვდიოდი სახლიდან, მქონდა შეგრძნება, რომ ყველა მე მიყურებს და განმიხილავს.

– ოპერაცია იყო პირველი რასაც განიხილავდით, თუ იყო წონის დასაკლებად სხვა მცდელობაც?

– არა, ოპერაციამდე იყო ძალიან ცნობილი, ე.წ. პოპულარული დიეტოლოგის დიეტა, რომელიც დამიჯდა 700 ლარი და რომელის შედეგადაც 6 თვეში დავიკელი 7 კილო. როგორც კი დიეტას თავი დავანებე, მოვიმატე 17 კილო. ამ გადასახედიდან, უკვე ვიცი, რა განსხვავებაა დიეტით წონის კლებასა და ბარიატრიული ქირურგიით წონის კლებას შორის:

1. დიეტას, მაშინაც კი, თუ ქმედითია და დაგაკლებინა, თავს როგორც კი ანებებ,
თითქმის ორმაგად იმატებ. მთელი ცხოვრება დიეტაზე ვერავინ იქნება, დამეთანხმეთ.

2. მართალია, დიეტოლოგები ამბობენ, რომ ინდივიდუალურად წერენ დიეტას, თუმცა,
მაინც შერჩევით იღებ პროდუქტებს.

3. დიეტით წონაში კლება არ გაზღვევს იმ დაავადებებისგან, რომლებიც უკვე შეგძინა ჭარბმა წონამ.

ბარიატრიული ქირურგიის შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა.

ბოლო პერიოდში უკვე არაერთი მეგობარი მირჩევდა ოპერაცია გამეკეთებია. ქირურგის ათობით კანდიდატს მთავაზობდნენ. ვეცნობოდი ინფორმაციას. თავიდან იყო შიშის მომენტი, ოპერაცია მანამდეც გამიკეთებია, კონკრეტულად ოპერაციის შიში არ მქონდა, უფრო მეტად იმის, იმედს რამდენად გამიმართლებდნენ.

წარმოუდგენლად ბევრი ინფორმაცია ვრცელდება ამ ოპერაციაზე სოციალურ ქსელში და როგორც ახლა ვხვდები, უმეტესობა სიმართლეს სულაც არ შეესაბამება. მაგალითად, წერენ, რომ საზღვარგარეთ თუ არ გაიკეთებ, შედეგი არ გექნება და ცოცხალი მაგალითი ვარ, საქართველოში, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში გაკეთებული, წარმატებული ოპერაციის. წერენ რისკებზეც და საკუთარ მაგალითზე ვიტყვი, იმაზე დიდი რისკი, რაც ჩემს ორგანიზმს იმ წონით ჰქონდა, არ მგონია არსებობდეს. ასევე, აღმოვაჩინე, რომ ამ სფეროშიც ყოფილან სნობი ექიმები, ერთ ცნობილ ქირურგთან ვიყავი კონსულტაციაზე, სანამ ნიუ ჰოსპიტალსში მივიდოდი და რამდენიმე რამდენიმე ათასი ლარით უფრო ძვირად დამიფასა ოპერაცია.

ბოლოს ერთ–ერთმა კარგმა მეგობარმა, პირდაპირ ნიუ ჰოსპიტალსში, ექიმ გია მოსაშვილის კაბინეტთან მიმიყვანა. უკვე მორალურად მზად ვიყავი ოპერაციისთვის, რადგან, ძალიან გულწრფელად და უბრალო ენით რომ ვთქვა, იმდენად სერიოზული პრობლემები მქონდა, მხოლოდ ის მინდოდა პროფესიონალი, გულისხმიერი ექიმი მეპოვა, ვისაც თავს ვანდობდი და მალე დამეწყო ახალი ცხოვრება.

– პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უხერხულობა, დისკომფორტი, შიში გაიფანტოს, რა გითხრათ პირველი ექიმმა?

– შეწუხდა, კიბეზე როგორ ამოხვედიო, ვუთხარი, რომ ლიფტით ავედი და გავიცინეთ. მართალი ხართ, პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობა მარტივად გამოგვივიდა. გარდა იმისა, რომ მართლა საოცრად პროფესიონალი ექიმია, არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც გამხნევებს, როგორც გიხსნის ყველა დეტალს, როგორ გიდგას გვერდით ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, პრაქტიკულად მეგობარი შევიძინე მისი სახით.

– რამდენი კილო იყავით ოპერაციამდე?

– ოპერაციამდე ვიყავი 230 კილო, მაგრამ ეს არ იყო მთავარი პრობლემა, აღმოჩნდა, რომ ცხიმში იყო ჩაფლული გული, ღვიძლი, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი შინაგანი ორგანოები, ძალიან ბევრი, საჭირო გამოკვლევა ჩამიტარეს და გაირკვა, რომ უამრავი პრობლემა მქონდა ჯანმრთელობის, მათი დიდი ნაწილი კი, პირდაპირი საფრთხე იყო სიცოცხლისთვის. ჩემი წონის ინდექი იყო 82, თითქმის 3 ჯერ მეტი ნორმაზე. კიდევ რამდენიმე თვე რომ დამგვიანებოდა, ძალიან რეალური იყო საფრთხე, რომ ახლა მე და თქვენ ვერ გვესაუბრა. შესაბამისად, ეს არ იყო წონის დასაკლებად გაკეთებული ოპერაცია, ეს იყო ოპერაცია, რომელმაც მე სიცოცხლე მაჩუქა.

– გამოდის, ოპერაცია სასწრაფოდ იყო დასაგეგმი?

– კი, ასეა, სასწრაფო წესით იყო ჩასატარებელი ოპერაცია, სწორედ ამიტომაც, ყველა კვლევა მიტარდებოდა ადგილზევე, ნიუ ჰოსპიტალსში, უსწრაფესად, ექიმ გიამოსაშვილის გუნდი ეცნობოდა პასუხებს და გეგმავდა ოპერაციას. კლინიკაში მისვლიდან 5 დღეში კლინიკა უკვე მზად იყო ოპერაციის გასაკეთებლად.

– და დადგა ოპერაციის დღე. გეშინოდათ?

– არა, მოვიტყუები რომ ვთქვა, მაგ დროს მეშინოდა, პირიქით, ერთადერთი, რაცმინდოდა, იყო სწრაფად ჩატარებულიყო, მალე დაწყებულიყო ცვლილებები და დამდგარიყო ის დრო, როცა ვიტყოდი, რომ აი, ახალი ცხოვრება დავიწყე. საოპერაციოშირომ შემიყვანეს, იდეალური სისუფთავე ხომ იყო, ცხადია, როგორც მთელ კლინიკაში, ასევე დამხვდა მაღალტექნოლოგიური აპარატურა, გამართული, ხელსაწყოები შეფუთული, ჩემს თვალწინ რომ გახსნეს, – ამან კიდევ მეტად დამამშვიდა. დავიძინე დაროცა გავიღვიძე, შეგრძნება მქონდა, რომ რამდენიმე წამით ჩამთვლიმა, არადა, უკვესაათზე ოდნავ მეტი იყო გასული და ოპერაციაც წარმატებით იყო დასრულებული.

– რეაბილიტაცია რთული იყო?

– არა, ოპერაციისას არ გავუჭრივარ ქირურგს, ჩატარდა ლაპარასკოპიული მეთოდით, შესაბამისად, სულ 3 პატარა ჭრილობა მქონდა, აქედან ორი, პრაქტიკულად წერტილისოდენა. მესამე დღეს უკვე ავდექი, ცხადია, ექიმის მეთვალყურებით, გავიარე. შეამოწმეს კიდევ ერთხელ ჭრილობები, ანალიზები და იმავე, მესამე დღესვე გამომწერეს.

მას შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი გამოკვლევებზე მისული, ბოლოს ახლა, ცოტა ხნის წინ,ოპერაციიდან 1 წლის თავზე.

– რამდენი დაიკელით?

– ვიყავი 230 კილო და ვარ 1.86 მეტრი სიმაღლეში. ახლა ვარ, 118 კილო, გამოდის, 112 კილო მაქვს დაკლებული. კიდევ ერთი წელი გაგრძლდება მინიმუმ კლება და შემდეგ, შენარჩუნდება მიღებული შედეგი.

– ოპერაციიდან რამდენ ხანში დაინახეთ პირველი შედეგი?

– ოპერაციიდან 1 კვირაში დაკლებული მქონდა 8 კილო და უკვე მივხდვი, რომ ის, რისი
იმედიც ასე მქონდა, – ამიხდა – წონას და მის თანმდევ პრობლემებს წარსულს ჩავაბარებ.
მომიწია გარდერობის შეცვლა, 6 XL–დან 2 XL–ზე ჩამოვედი. ეს ერთ–ერთი ყველაზე
სასიამოვნო პროცესი იყო.

– აქტიურ სპორტში დაბრუნებასაც ხომ არ გეგმავთ?

– კი, ვგეგმავ, როგორც ვეტერანი სპორტსმენი.

– ყველაზე ხშირად რაც მომისმენია, ესაა კითხვა, – რა ხდება ოპერაციის შემდეგ, სად მიდის მადა?

– პირიქით იყო ეგ ჩემს გამოცდილებაში, ისე მიჭირდა წყლის დალევაც კი, რომ ყლუპ–ყლუპობით ვსვამდი. პირველ პერიოდში ვსაუბრობ. მაქსიმუმ 2 კვირა გაგრძელდა ეს. ვერ ვახერხებდი ფიზიკურად მეტის მიღებას. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ აი, თითქოს ერთი ჭიქა წყალი დავლიე, ან რომ ერთ ყლუპსაც იგივე გემო აქვს, რაც მთელ ლიტრს. ახლა ყველაფრის მიღება შემიძლია, მათ შორის, ცომიანისაც, ცხიმიანისაც, ცხადია, მცირე ულუფებით, დიდ ულუფებს ფიზიკურად ვერ მივიღებ. იმდენი არ უნდა ჭამო, რომ კუჭი აგტკივდეს და შეგაწუხოს, კუჭი თუ აგტკივდა, ესე იგი, იმაზე მეტი ჭამე, ვიდრე საჭირო იყო და ასეთი მიდგომა, ნელ–ნელა კუჭის ზომის გაზრდას გამოიწვევს წლების განმავლობაში. მთავარია ერთხელ აჯობო საკუთარ თავს და როცა ნახავ, როგორი სასიამოვნო ცხოვრება ზედმეტი კილოგრამების გარეშე, რამდენად უფრო პოზიტიური და აქტიური, აღარასოდეს მოგინდება უკან დაბრუნება.

– როგორც თქვით, ოპერაციამდე ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, ახლა რა ხდება ამ კუთხით?

– წონასთან ერთად გაქრა, აღარაფერი მაწუხებს, როგორც უკვე ვთქვი, რამდენჯერმე ჩავიტარე უკვე კვლევა და გაოცებული ვარ, იმდენად დიდია სხვაობა. არც ერთ ორგანოზე არ მიმკურნალია ამ ერთ წელში, არც ერთი წამალი არ მიმიღია და ჯანმრთელობის ყველა პრობლემა, ოპერაციის შემდეგ თავისით გაქრა. სწორედ ამიტომ, მინდა ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ვურჩიო, არ გადადოს, არ მიიყვანოს თავი იმ მდგომარეობამდე, როცა შეიძლება გვიანი იყოს, არ შეეშინდეს, არ იყოყმანოს, სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია, დამიჯერეთ, ეს ამად ღირს! მთავარია, დროულად მიხედოთ ჭარბწონიანობას.

ქირურგს მე ვერ შეგირჩევთ, ცხადია, თუმცა, ჩემი პირადი რეკომენდაცია ქირურგს გია მოსაშვილს, მის არაჩვეულებრივ გუნდს და კლინიკა ნიუ ჰოსპიტალს, რომელიც ისეთი მაღალტექნოლოგიური კლინიკაა, რომ პროფესიონალური სამედიცინო გუნდი გამართულად მუშაობს და მარტივად ატარებს ისეთ რთულ ოპერაციებს, როგორიც ჩემი იყო.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved