• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია საბრძოლო ვითარება უკრაინაში 19 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
13:51 04-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
243

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო. ოკუპანტებმა იზუმიდან ნიკოლაევამდე მძიმე საარტილერიო და საჰაერო დაბომბვები განაგრძეს, თუმცა სახმელეთო შეტევები შეამცირეს.

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სრულმასშტაბიანი შეტევისთვის სათანადო პირობები ვერ შექმნეს. კიევიდან გამოყვანილ ქვედანაყოფებს ძალების აღსადგენად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, რუსები თავიანთ ლოჯისტიკურ და სამეთაურო-საკონტროლო შესაძლებლობებს ვერ ავითარებენ მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საბრძოლო ქმედებების შემდეგი ეტაპი დაიწყეს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ოკუპანტები, სავარაუდოდ, ნაჩქარევ შეტევებს განახორციელებენ, რათა დასახულ მიზანს 9 მაისს “გამარჯვების დღეს” მიაღწიონ. თავდასხმის ნაჩქარევი და ნაწილობრივი მომზადება, სავარაუდოდ, მის ეფექტურობასა და წარმატებას ძირს უთხრის.

რუსეთის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და დონეცკიდან ჩრდილოეთით უკრაინის ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სახმელეთო შეტევები მოხდა იზიუმის, კრემინას (სევეროდონეცკის ჩრდილოეთით) და დონეცკიდან ავდიივკას მიმართულებით. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქვედანაყოფებს ალყაში მოაქცევენ, დიდი ალბათობით, უკრაინის ქვედანაყოფები გარღვევას შეძლებენ.

უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის კომპლექსის ნაწილების დაცვას, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უახლოესს დღეებში გამარჯვების აღნიშვნისთვის ემზადებიან.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა შეტევის ახალი ეტაპი უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო, ძირითადად საარტილერიო და საჰაერო დაბომბვებით, შეზღუდული სახმელეთო შეტევების მხარდასაჭერად.
  • რუსი ოფიციალური პირები უახლოეს დღეებში მარიუპოლში გამარჯვების გამოცხადებისთვის ემზადებიან მანამ, სანამ უკრაინის ჯარები აზოვსტალის ობიექტში სრულად დამარცხდებიან.
  • ოკუპანტები, დიდი ალბათობით, იზიუმიდან დონეცკამდე უკრაინის სამხედრო ძალების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. 
  • რუსეთის სამხედრო ოპერაციები ნაჩქარევად გრძელდება. ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ რუსეთის ომში წარმატებას გამარჯვების დღეს, 9 მაისს დაამთხვიოს. თუმცა ამან,  მათი ოპერაციების წარმატებას შესაძლოა ზიანი მიაყენოს.
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved